ელ. წიგნები გადარჩენილი კაცობრიობა: ებოლას კრიზისი 2020, 17 იანვარი, 17:09 ებოლა - ბოვი (ადრეულ პერიოდში მოიხსენიებდნენ ზაირის ებოლავირუსის სახელით). ებოლა არის ოთხი ცნობილი ებოლავირუსიდან ერთ-ერთი, რომელიც ადამიანს ემართება. სხვებთან შედარებით, ებოვს ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვნებელი აქვს. ოთხიდან ყველაზე ხშირად ებოლას ვირუსი გავრცელდა ეპიდემიურად. დაავადების პირველი აფეთქება 1976 წლის 26 აგვისტოს მოხდა იამბუკუში. დაფიქსირებულთაგან პირველი დაავადებული იყო მაბალო ლოკელა, 44 წლის სკოლის მასწავლებელი. სიმპტომები ჰგავდა მალარიის ნიშნებს და მომდევნო პაციენტები მალარიის სამკურნალო საშუალებებს იღებდნენ. 1976 წლის ზაირის ეპიდემიის დროს, ნგოი მუშოლამ იმოგზაურა ბუმბადან იამბუკუმდე და დაავდების პირველი აღწერა შექმნა. 1976 წლის ამ აღწერის შემდეგ, უკანასკნელი ებოლას ეპიდემია დაიწყო 2014 წლის მარტში და მოკლა 8 000-ზე მეტი ადამიანი, როგორც 2015 წლის იანვარში. აფეთქების ცენტრი იყო დასავლეთი აფრიკა. ტერიტორია, სადაც ძველად არ დაფიქსირებულა ებოვის დაავადება. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ადამიანი დაიღუპა გვინეაში, ლიბერიაში და სიერა-ლეონეში. რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა დასავლეთ აფრიკის ქვეყნებს გარეთაც. 2016 წლის დეკემბერში მკვლევარებმა 70-100 %-იანი ეფექტურობის ვაქცინა შექმნეს, რომელიც პირველია ებოლას დაავადების წინააღმდეგ. წლების განმავლობაში არაერთი ვაქცინის კანდიდატი შემუშავდა, თუმცა ამ ვაქცინამდე ადამიანზე ეფექტურობით არც ერთი გამოირჩეოდა. ებოლას შეჩერებული ვირუსის თავიდან გავრცელების საშიშროება 1989 წელს იყო. მსოფლიო ლიდერებმა ეს ამბავი დიდი ხნის მანძილზე გაასაიდუმლოეს, თუმცა ინფრომაციამ მაინც გაჟონა. 1989 წელს ფილიპინებიდან აშშ-ში თვითმფრინავით რამოდენიმე მაიმუნი გააგზავნეს, ვირჯინიის შტატის ქალაქ რესტონში მაიმუნები მოულოდნელად დაიხოცნენ. როგორც ცნობილია, მაიმუნები ებოლას ვირუსით იყვნენ დაავადებულები. მეცნიერებმა ვირუსის გავრცელების საშიშროებაზე დაიწყეს მუშაობა, საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ მაიმუნებში ვირუსი ნაკლებად სახიფათოა და არც გადამდებია. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მთელი შტატი ამ ვირუსით დაავადებულიყო. სტატიის ავტორი : ალექსი აბდიევი>>>>> იხილეთ ასევე <<<<<გადარჩენილი კაცობრიობა: მზის ქარიშხალი 1859 წელს გადარჩენილი კაცობრიობა: ასტეროიდი 2018 GE3 გადარჩენილი კაცობრიობა: მინოსის აფეთქება! გადარჩენილი კაცობრიობა: ნივთიერება, რომელმაც ოზონის ხვრელი გახვტირა - ქლოროფუეროკარბონი! გადარჩენილი კაცობრიობა: NORAD -ის კომპიუტერული ჩიპის ხარვეზი! როგორი იქნება 2020 წელი ვერძებისთვის? რომელია ყველაზე დიდი, შხამიანი და სწრაფი? - 7 სახეობის ობობა, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ! ფერმერს უბრალოდ წყლის პოვნა სურდა, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, ნამდვილად საოცარია როგორ და რაში ხარჯავს ლიონელ მესი მილიონებს? რატომ არის მარტო ცხოვრება შეუდარებელი? - სახალისო ილუსტრაციები 503 4-ს მოსწონს
|