x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
გაიცანით ერთადერთი მასწავლებელი თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც ქართულს ასწავლის!
ფათიჰ მეიდან ცვარიძე ერთადერთი მასწავლებელია, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში ქართულს ასწავლის, მას ოცდასამი მოსწავლე ჰყავს. ქართული თურქეთის რესპუბლიკაში არჩევითი საგანია და მეხუთედან მერვე კლასამდე ისწავლება.


image


მას იმედი აქვს, რომ მომავალში უფრო მეტი კლასი გაიხსნება, ბავშვებს აქვთ სურვილი, მაგრამ არ ჰყავთ ქათულის მასწავლებელი:

"ბავშვებს აინტერესებდათ, მაგრამ მარტო ბავშვებით არ არის, იმიტო რო იყოს მასწავლებელიც, უნდოდეს კლასის გახსნა, ხელფასიც არა აქვს ამ საქმეს, გულით უნდა ისაქმო... ვამზადებთ, ვეუბნევით მეგობრებს, მყავს მეც ქართველი მეგობრები, მარა ქართველები არიან, სადაც სკოლაში იქ არის, არ არიან ბავშვები, ვინც ბავშვები არიან იქ ქართული ცოდნილი მასწავლებელი არ არი, როგორც შეხვდებათ ერთად გაიხსნება მემგონი."-გვიამბობს იგი.




image


ფათიჰ ცვარიძე სოფელ ბაძგირეთიდანაა, ამ სოფელში ყველაზე კარგადაა შემონახული ქართული ენა. როგორც თვითონ ამბობს, თურქული სკოლაში შეისწავლა კარგად, მანამდე ქართულად საუბრობდა. ასევე, დამოუკიდებლად შეისწავლა ქართულად წერა-კითხვა, ისე როგორც მისმა თანატოლებმა.

"ჩემს გარდა ბევრმა იციან ბაძგირეთში თავისთვის ნასწავლი წერა, ყველამ თავისთ დეიწავლეს, ჩემი ტოლები, ჩემზე უფროსები..."



სოფელ ბაძგირეთს ბევრი ტურისტი სტუმრობს, გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, აქ პატარა ქრისტიანული ტაძარიცაა... ფათიჰმა გაგვანდო, რომ აპირებენ პატარ-პატარა საოჯახო სასტუმროების გაკეთებასა და უფრო მეტი სტუმრების მიღებას.



image


სამახსოვრო სელფიც, ბაძგირეთის ტბასთან:


image




ასევე, დაგაინტერესებთ:


იმერხევის ულამაზესი სოფელი-ბაძგირეთი! აღმოაჩინე საქართველო!


იმერხევის კიდევ ერთი ულამაზესი სოფელი-ზიოსი! აღმოაჩინე საქართველო!


ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, ისტორიული საქართველოს მონახულება!..


ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, დაუვიწყარი ათი დღე და მოკითხვა ჩვენებური ქართველებისგან!

0
934
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
934
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0