შოუბიზნესი "ულვაშებიანი“ ვარსკვლავები, რომლებსაც სახეზე ჭარბთმიანობა საერთოდ არ აკომპლექსებთ 2019, 21 ნოემბერი, 16:32 თუკი ცნობილი ქალბატონების, მაგალითად, სალმა ჰაიეკის ფოტოებს ყურადღებით დააკვირდებით, მის სახეზე, კერძოდ კი, ზედა ტუჩის თავზე თმიანობას შეუიარაღებელი თვალითაც აუცილებლად შეამჩნევთ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რეჟისორ ჯული ტეიმორის 2002 წელს, ცნობილი მექსიკელი მხატვრის ფრიდა კალოს შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში "ფრიდა", სადაც მთავარი როლი სალმა ჰაიეკმა შესანიშნავად განასახიერა, პერსონაჟისთვის მეტი დამაჯერებლობის მისანიჭებლად მსახიობმა ხელოვნური ულვაშებისა და წარბების გამოყენებაზე უარი განაცხადა და აღნიშნული როლისთვის პირად კოსმეტოლოგთან ვიზიტი რამდენიმე თვით გადადო. თუმცა, სელებრითების უმრავლესობა არც თუ ისეთი სრულყოფილი და იდეალურია, როგორც ეს ერთი შეხედვით, გადაცემებსა თუ ტაბლოიდური ჟურნალების გარეკანზე ჩანს. ზოგიერთ მათგანს, ბრძოლა ჭარბთმიანობასთან მთელი ცხოვრება უწევს. ახლა კი გთავაზობთ იმ ცნობილ ჰოლივუდელ 10 ქალბატონს, რომლებსაც სახეზე საკუთარი თმიანობის საერთოდ არ ერიდებათ.სალმა ჰაიეკიემა უოტსონიბიონსეემილია კლარკიტაირა ბენქსიენ ჰეთევეიმარიონ კოტიარიმადონაევა ლონგორიაზოი დეშანელი905 შეფასება არ არის |