საქართველო ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილს საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა" გამოეხმაურა 2019, 21 ნოემბერი, 13:54 ![]() უფლებამოსილ პირებს მივმართავთ, რომ საკითხი სამართლიანად განსაჯონ და გთხოვთ, რომ ჩვენი კოლეგა რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოთ, რათა მისი, მისი ოჯახის და მისი მეგობრების ტანჯვა დასრულდეს. თუ არსებობს რაიმე, რითიც ჩვენ შეგვიძლია ამ პროცესის დაჩქარებას მშვიდობიანი მეთოდით ხელი შევუწყოთ, გთხოვთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გვაცნობოთ. გარწმუნებთ, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც მას ვიცნობთ, იგი თავისი პაციენტებისა და ავადმყოფების მიმართ ყოველთვის თავდადებული იყო“. ![]() ![]() შეგახსენებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პაციენტის დასახმარებლად მიმავალი საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავა, გაფრინდაშვილს ახალგორის სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
213 2-ს მოსწონს
|