x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ აქვთ აფრიკელ ბავშვებს დიდი მუცელი

image


თანამედროვე საზოგადოებაში დიდი მუცელი იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანს ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილი აქვს, რაც ჭარბი საკვების მოხმარების შედეგია. თუმცა, ის რაც აფრიკელ ბავშვებს ახასიათებთ ამას სიმსუქნესთან საერთო არაფერი აქვს. თუკი ამ პატარების ფეხებსა და ხელებს დააკვირდებით, ნახავთ, რომ ისინი მეტისმეტად გამხდრები არიან. მაშინ ლოგიკური კითხვაც ისმის, საიდან აქვთ მათ ასეთი დიდი ზომის მუცლები? პასუხი საკმაოდ მარტივია.


image



საქმე იმაშია, რომ თითქმის ყველა აფრიკელ ბავშვს ორგანიზმში ცილის დეფიციტი აღენიშნება. მიუხედავად ტოტალური შიმშილისა, აფრიკის ქვეყნებში შობადობა საკმაოდ მაღალია. მრავალშვილიან ოჯახებში დედას საკუთარი რძით ბავშვების გამოკვება მცირე პერიოდით უწევს, რათა ყველა პატარას, მათი ორგანიზმისთვის ეს შეუცვლელი საკვები ამყოფინოს. დედის რძე კი როგორც ცნობილია - ცილების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროა. აფრიკელი ბავშვები ძირითადად ბრინჯითა და ნახშირწყლების შემცველი პროდუქტებით იკვებებიან, რის გამოც მათ ორგანიზმში ცილოვან - კალორიული უკმარისობა ვითარდება. ეს სინდრომი კი ორი ფორმით - კახექსიითა და კვაშიორკორიმიმდინარეობს (განის ენის თარგმანით "წითელი ან ოქროსფერი ბიჭი") ვითარდება ბავშვებში არასწორი კვებისას, რომელიც იწვევს ცილა- კალორიულ უკმარისობას. უპირატესად გვხვდება განვითარებად ქვეყნებში, ავადდებიან 5 წლამდე ბავშვები. როგორც წესი, ძუძუთი კვებიდან მოცილების შემდეგ) რომელიც დიდი შებერილი მუცლით ხასიათდება.


image


საქმე იმაშია, რომ მთელი სითხე ნაწლავებსა და უჯრედებს შორის ქსოვილებში გროვდება. ორგანიზმს ენერგია, ყველაზე ელემენტალური ფიზიოლოგიური პროცესების შესასრულებლათაც კი არ ჰყოფნის, რის გამოც ნივთიერებათა ცვლა ირღვევა. ბავშვების ჯანმრეთელობისთვის ეს მდგომარეობა საკმაოდ სახიფათოა, ზოგჯერ ისინი კვაშიორკორი გამოც იღუპებიან. მკურნალობა კი საკმაოდ მარტივია: უბრალოდ ბავშვებმა სწორად და ბალანსირებულად უნდა იკვებონ, მიიღონ ყველა მნიშვნელოვანი მიკროელემენტი და ვიტამინი სწორი განვითარებისთვის. პატარები, რომლებიც მკურნალობის კურს გადიან, ზრდის შეფერხება აღენიშნებათ თუმცა, ზრდას ვინ ჩივის, მათ ყველაზე მთავარი - სიცოცხლე უნარჩუნდებათ.



0
1326
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1326