ჩემს მიერ დაწერილი ლექსი სათაური
ამ მთიდან, იმ მთაზე მშვიდობა...
აქ ტალღა ედება ნაპირებს.
კოსმოსში თეფშების ბრახუნი
დაასხით დალევას ვაპირებ!
გაურკვეველი ფერები,
ოცნებას ეკუთვნის ნამდვილად.
ისევ ჩამოასხით ძმობილო
ასე არ ვნებდები მარტივად.
ამ მთიდან იმ მთათა მანძილი,
ზღვაზე იალქნების არმია...
მეკობრე გაჰყვირის რაღაცას
მისი მოქმედებაც შარმია...
ავტორი: ბესიკი ჩაფიჩაძე