x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
რომელი პროდუქტები შეიცავს ახალგაზრდობის ჰორმონს?
image


ქალი ყოველთვის უნდა გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად და მიმზიდველად. თუმცა, სილამაზე შიგნიდან მოდის და ეს პირველ რიგში ჯანმრთელობაა. ქალის ჯანმრთელობაზე ძალიან სერიოზულად მოქმედებს ჰორმონალური ფონი – ორგანიზმში არსებული ჰორმონები. ქალური ჰორმონების ერთ ჯგუფს "ესტროგენებს" უწოდებენ.


ის მამაკაცის ორგანიზმშიც არსებობს, თუმცა გაცილებით ნაკლები რაოდენობით და ზემოქმედებენ მისი გარეგნობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუ ჭარბი რაოდენობითაა წარმოდგენილი.

ესტროგენების ძირითადი მოქმედება მიმართულია ქალებში ბავშვის გაჩენის ფუნქციაზე. მისი დეფიციტი ვლინდება:


– დეპრესიასა და ხასიათის მკვეთრ ცვლილებაში

– წონის მატებაში

– სწრაფ დაღლაში



– თვითშეფასების დაქვეითებასა და გარეგნობის მიმართ უყურადღებობაში

– სექსუალური ლტოლვის შემცირებასა და მგრძნობელობაში


image


ზუსტად ამიტომ მას ასევე ახალგაზრდობის ჰორმონსაც უწოდებენ. სანამ ქალი თავს ქალად გრძნობს და საკუთარ თავს მიმზიდველად მიიჩნევს, ასაკს ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ მხოლოდ ამ ნიშნებით შეუძლებელია დიაგნოზის დასმა – ესტროგენების შემცირებული რაოდენობა. დეპრესია და გადაღლა შესაძლოა სხვა უამრავი დაავადების შედეგი იყოს. ჰორმონალური ფონის დადგენა მხოლოდ ანალიზების ჩაბარებითაა შესაძლებელი. და მხოლოდ ამის შემდეგ ექიმები ნიშნავენ შემცვლელ ან სამკურნალო ჰორმონოთერაპიას. თუმცა, უკვე დამტკიცებულია, რომ ხელოვნური ჰორმონები უფრო უხეშად და ძლიერ ზემოქმედებენ, ვიდრე ფიტოესტროგენები – მცენარეული ჰორმონები.


ჰორმონოთერაპიის ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ორგანიზმში ხელოვნური ჰორმონების შეყვანის გამო, ქალის ორგანიზმში წყდება მისი გამომუშავება. ამ პროცესის აღდგენა კი შემდგომში შეუძლებელია. რაც შეეხება ფიტოესტროგენებს, მოქმედებს უფრო მსუბუქად და არა აგრესიულად. ამიტომ, თუ ორგანიზმში აღმოაჩენთ ესტროგენების შემცირებულ დონეს, მის ასაწევად უმჯობესია მიიღოთ საჭირო პროდუქტები და ბალახები, რომელიც შეიცავს მცენარეულ ჰორმონებს.


ამასთან, ეს კარგი საშუალებაა დაარეგულიროთ ჰორმონალური ფონი მშობიარობის შემდეგ, როდესაც გამომუშავებული ესტროგენების რაოდენობის მკვეთრი ვარდნა იწვევს თმის ცვენასა და დეპრესიას.


ესტროგენები საკვებ პროდუქტებში:


სელის თესლი


image


ეს № 1 პროდუქტია ესტროგენული აქტივობის მცენარეული ჰორმონების რაოდენობით. გარდა ჰორმონალური აქტივობისა, სელის თესლს ასევე გააჩნია ქალის ორგანიზმისთვის ბევრი სხვა სასარგებლო თვისება (სიმსივნის საწინააღმდეგო, ორგანიზმის გამწმენდი, ანტიოქსიდანტური თვისებები...).

სელის თესლს იღებენ დაფქული სახით დიდი ოდენობის სითხესთან ერთად (ისევე, როგორც ქატოს). მას უმატებენ ფაფებში და მიირთმევენ თაფლთან ერთად. სამკურნალო (მაქსიმალური) დოზა – დღეში 2 ს.კ.


პარკოსნები

image


მწვანე ბარდა, ლობიო, მუხუდო და პირველ რიგში სოიო, რამდენადაც შეიცავს იზოფლავონიდებს – ფიტოესტროგენების სახეობას. თუმცა, მედიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ დიდი რაოდენობის სოიო არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის. მით უმეტეს, რომ სოიოს 90% გენომოდიფიცირებულია.

ამის გამო, განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ და დავუმატოთ პარკოსან-მარცვლოვანი კულტურა – ოსპი. ეს უნიკალური პროდუქტია ქალებისთვის: ის შეიცავს მცენარეული პროდუქტისთვის ცილების მაქსიმალურ რაოდენობას – ხარშავენ მხოლოდ 15-20 წუთს. ოსპი ასევე შეიცავს ტრიპტოფანს, რომელიც სეროტონინად, დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებად, გადაიქცევა.


ყავა

image


კვლევამ, რომელიც ქალებს ჩაუტარეს, აჩვენა რომ ისინი ვინც ყოველდღიურად 500 მლ.

–მდე ყავას იღებდნენ, ესტროგენი 70%-ით მომატებული ჰქონდათ. ამასთან, მიაქციეთ ყურადღება, რომ ზუსტად ესტროგენის მოჭარბებული დონე, ქალებს არ აძლევს ზედმეტი წონის დაგდების საშუალებას მუცლის ქვედა ნაწილსა და თეძოებზე. ამიტომ ყავის მოყვარულებს, ვისაც გახდომა სურს სჯობს თავი შეიკავონ ამ სასმელისგან რაღაც დროის მანძილზე.


გარგარი

image


აღნიშნულ ჰორმონს ყველაზე დიდი დოზით გარგარი შეიცავს. უნდა მიირთვათ ახალი ან ჩირის სახით (კურაგა). ამასთან, ცნობილი ჰუნზას ტომის ხალხისთვის, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი ჯანმრთელობითა და დღეგრძელობით, გარგარი ძირითად საკვებს წარმოადგენს მთელი წლის მანძილზე.


ეს მცენარეული ჰორმონი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებშიც შედის, თუმცა ახლა მედიკოსები ერთხმად ამტკიცებენ, რომ მათი გამოყენება ესტროგენის დონის ასაწევად არასასურველია. ეს გამოწვეულია იმით, რომ თანამედროვე ხორც-პროდუქტებს და რძეს ისედაც უმატებენ ჰორმონებს და სხვადასხვა ქიმიურ პრეპარატებს, რომელიც ცხოველების სწრაფ ზრდას უწყობს ხელს.


ესტროგენებს ასევე შეიცავენ შემდეგი ბალახები:


– სალბი

– სვია

– ჟენშენის ფესვი

– არნიკა

– გვირილა

– ცაცხვი

– ძირტკბილა


ასევე დაგაინტერესებთ:


იტალიელმა დიეტოლოგებმა ახალგაზრდობის საიდუმლო ამოხსნეს


ეს საშუალება დამეხმარა სახის კანის დაჭიმვასა და ნაოჭების გაქრობაში – გაინტერესებთ როგორ?


10 მავნე ჩვევა, რის გამოც ნაოჭები ნაადრევად ჩნდება


როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მეცნიერთა რჩევები მის შესაჩერებლად


40 წლის აზიელი ქალბატონი 20 წლის გოგონასავით გამოიყურება. გაინტერესებთ როგორ?


10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს წყალი აკლია – ეს ყველამ უნდა იცოდეს!


რატომ გამოიყურებიან იაპონელი ქალები 20 წლით უფრო ახალგაზრდულად?


1
490
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
490
  
2019, 13 ნოემბერი, 13:25
როგორც ყოველთვის საინტერესოც, სასარგებლოც და კითხვადიც...
0 1 1