სხვა "პორნოს და ტანვარჯიშს შორის დიდი განსხვავება არ არის"-ჰოლანდიელი სპორტსმენის ისტორია 2019, 12 ნოემბერი, 12:22 ![]() ტანმოვარჯიშე ვერონა ვან დე ლერი 14 წლის ასაკში გახდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორი, ერთი წლის შემდეგ კი ნიდერლანდების საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. მაგრამ მწვრთნელთან და ოჯახის წევრებთან კონფლიქტმა განაპირობა ის, რომ მისი სპორტული მიღწევები შემცირდა, რამაც იგი აიძულა ტანვარჯიშისთვის თავი მიენებებინა, გოგონა უფულოდ, სამუშაოს და სახლის გარეშე დარჩა. ამის შემდეგ ვერონამ პორნოფლიმებში დაიწყო გადაღება, ქვემოთ გაეცნობით ვერონა დე ლერის არაჩვეულებრივ ისტორიას. 2011 წელს, 26 წლის ვან დე ლერი უსახლკაროდ დარჩა. მშობლები წინააღმდეგი იყვნენ იმის, რომ მათ ქალიშვილს ურთიერთობა ჰქონდა კრიმინალური წარსულის მქონე მამაკაცთან, ამიტომ სახლიდან გამოაგდეს ორივე. წყვილს თავიდან ჯერ კიდევ ჰქონდა დანაზოგი, მაგრამ სწრაფად შემოელიათ. ვერონას დაბრუნება სურდა სახლში, მაგრამ მისმა მშობლებმა კარების საკეტი შეცვალეს და განაცხადეს, რომ დროა მას საკუთარი ცხოვრებას დაიწყოს. სამუშაოს მხრივ საქმე ვერ აეწყო და ორივე ქუჩის მაწაანწალა გახდა, ღამეს მანქანაში ათევდნენ. ზაფხულში, მათ უმეტესი დრო ქალაქის სანაპიროებზე გაატარეს (სადაც უფასოდ ბანაობა შეეძლოთ), მაგრამ ზამთარში ადვილი არ იყო: ღამის განმავლობაში მანქანა ყინულით იფარეობოდა და წყვილი სიცივისგან იყინებოდა. ყოფილი ტანმოვარჯიშე იხსნებს რომ ყველაზე რთული შიმშილთან გამკლავება იყო. დილაობით ვერონა სუპერმარკეტში მიდიოდა, სადაც უსახლკაროებს ნარჩენ საკვებს ურიგებდნენ. ზოგჯერ ყველი და ძეხვის ნაჭერი ხვდებოდა, მაგრამ უმეტესად პური და არაქისის კარაქი იყო მისი დღიური ულუფა. ასე იკვებებოდნენ კვირაობით და თვეობით. ”აქამდე მეგონა ვიცოდი რა არის შიმშილი. ტანვარჯიშის დროს გამუდმებით დიეტაზე ვიყავი, რადგან იძულებულს მხდიდნენ წონისთვის მიმეხედა. მაგრამ ეს ათჯერ უფრო უარესი იყო ” - აღიარა ვან დე ლერმა. ![]() ვან დე ლერის პოპულარობა ხელს უშლიდა. სპორტსმენს სამარცხვინოს მიაჩნდა სუპერმარკეტში სამუშაო მოეძებნა ანდა სოციალური შემწეობა ეთხოვა. მას ეშინოდა, რომ პრესა გაარკვევდა, სად და როგორ ცხოვრობდა. ვერონა ფიქრობდა, რომ შემოსალის წყაროდ კრიმინალი უფრო ეფექტური საშუალება იყო. გოგონამ შანტაჟს მიყო ხელი. მან საყვარლებზე დაიწყო ნადირობა, რა დროსაც გაარკვია, რომ ორივე ოჯახი ჰყავდა. გამუდმებით თანხას სძალავდა იქამდე, სანამ ამ ყველაფერმა პოლიციის ყურამდე არ მიაღწია. ჩხრეკის დროს, ვერონასგან ამოიღეს კომპიუტერი, სადაც იპოვნეს ორი ვიდეო და 144 ბავშვთა პორნოგრაფიული ფოტო, ხოლო მანქანაში აღმოუჩინეს არარეგისტრირებული იარაღი. ვან დე ლერმა აღიარა შანტაჟი, მაგრამ არა ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვა. ასე აღმოჩნდა ვერონა ციხეში, სადაც ორნახევარი თვე გაატარა. გოგონამ აღიარა, რომ იმ მომენტში თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა. ის ხომ 10 წლის წინ მსოფლიო სპორტის ვარსკვლავი იყო. ![]() ![]() გამარჯვებისთვის ჰოლანდიელ გოგონას მხოლოდ 0, 05 ქულა დააკლდა. ამავდროულად, ვან დე ლერმა რუს ტანმოვარჯიშეს მედლების რაოდენობით გადაასწრო: ხუთი ოთხის წინააღმდეგ. რამდენიმე თვის შემდეგ, ვან დე ლერმა გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ვარჯიშებში ვერცხლი მოიგო და ნიდერლანდების წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. ორი წლის შემდეგ მას ათენის ოლიმპიადაზე მედალი უწინასწარმეტყველეს, თუმცა ამის შემდეგ ტანმოვარჯიშის შედეგები ნელ-ნელა იკლებს, გოგონამ გამოაცხადა, რომ კარიერას ასრულებს, რასაც კონფლიქტი მოყვა მწვრთნელთან და განსაკუთრებულად მშობლებთან. ვერონას გადაწყვეტილებამ უფრო გაამწვავა ოჯახთან ისედაც რთული ურთიერთობა. მშობლები აძალებდნენ, რომ ტანვარჯიშს დაბრუნდებოდა. სპორტსმენი ბრაზობდა და ამბობდა, რომ მათთვის ბავშვი აღარაა და არც ფულის გამომუშავების მანქაანა ვერონამ მამის წინააღმდეგ საჩივარის შეიტანა, სადაც ბრალს სდებდა საპრიზო და რეკლამიდან მიღებული თანხების მითვისებაში, ამის საპასუხოდ, ვან დე ლერ უფროსმა განაცხადა, რომ მისი ქალიშვილის ბოიფრენდი, ბეისბოლის ჯოხით თავს დაესხა. ტანვარჯიშემ მშობლებისგან 62 ათასი დოლარი დაიბრუნა, საბოლოოდ ჩამოშორდა ოჯახს და ქუჩაში აღმოჩნდა. შანტაჟის და ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ვან დე ლერმა დაიწყო სამსახურის ძებნა. მას შესთავაზეს ვებკამერის მოდელად მუშაობა. ყოფილი ტანმოვარჯიშე ვიდეო ჩატის საშუალებით უკავშირდებოდა კლიენტებს წუთში 70 ცენტად და ასრულებდა მათ სექსუალური ხასიათის მოთხოვნებს. ![]() შემდეგ ვერონა პორნოფილმში თამაშს დათანხმდა:”მათ შემომთავაზეს ისეთი თანხა, რომელსაც უარს ვერ ვიტყოდი. ფული მომავალის ოცნებების ახდენაში დამეხმარება- მინდა საკუთარი მაღაზიის ან ფოტოსტუდიის გახსნა. ”- განაცხადა ყოფილმა ტანვარჯიშემ. ვან დე ლერი უკვე 8 წელიწადია თამაშობს ზრდასრულების ფილმები. ამ ხნის განმავლობაში, ჰოლანდიელებმა შექმნა საკუთარი ვებგვერდი -ვიდეო და ფოტოგადაღებებით. მისი თქმით, ეს არის სამუშაო, რომელზეც შეიძლება მხოლოდ იოცნებო. ”ეს არის გასაოცარი შესაძლებლობა. მე შევქმენი საკუთარი წესები და ვთამაშობ პორნოფილმში მარტო ან ჩემ მეგობარ მამაკაცთან ერთად. ”- თქვა მსახიობმა. ![]() იხილე აგრეთვე
1478 2-ს მოსწონს
|