სხვა საცოლემ საქმროს მათემატიკური მაგალითის ამოხსნა სთხოვა, პასუხის მოსმენისთანავე კი, მან ქორწილი გააუქმა 2019, 11 ნოემბერი, 17:41 ძველი ინდური კულტურა სავსეა უცნაური ტრადიციებითა და მკაცრი წეს-ჩვეულებებით, რომლებიც დღემდე მოქმედებს. მაგალითად, ინდოელი გოგონების უმრავლესობა სიყვარულით არ თხოვდება. როგორც ცნობილია, მსოფლიო ცივილიზაციის ამ ერთ-ერთ უძველეს ქვეყანაში ოჯახები ძირითადად საცოლისა და საქმროს მშობლების წინასწარი ურთიერთშეთანხმებით იქმნება, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს უშუალოდ, საქორწინო ცერემონიის წინ ეცნობიან. მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევებში ისინი ბედავენ და მშობლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიდიან, რაც უმრავლეს შემთხვევაში უდიდესი სკანდალით სრულდება.ცოტა ხნის წინ, მთელი უტარ- პრადეშის შტატი ერთი ინდოელი გოგონას საკმაოდ უცნაურმა ისტორიამ მოიცვა, რომელმაც შეძლო და არასასურველ საქმროსთან ქორწინება ჩაშალა. ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე, ახალგაზრდების პირველი შეხვედრა შედგა, სადაც საუბრისას გოგონამ ახალგაზრდა მამაკაცს საკმაოდ მარტივი არითმეტიკული შეკითხვა დაუსვა: "თუ რამდენი იქნებოდა 15+6." მოულოდნელი კითხვით შეცბუნებულმა სასიძომ, რამდენიმე წუთით ასეთ "სერიოზულ" შეკითხვაზე კონცენტრირებულმა, საცოლეს თავდაჯერებულად განუცხადა რომ სწორი პასუხი, არც მეტი არც ნაკლები 27 - იყო. გოგონას საქმროსთვის არაფერი უპასუხია, თუმცა, მშობლებს მტკიცედ განუცხადა რომ ის, მას ცოლად არასოდეს გაჰყვებოდა.თავნება საცოლის ასეთი მოულოდნელი ნაბიჯით ორივე მხარე შოკირებული დარჩა, რამაც უდიდესი სკანდალი გამოიწვია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პატარძლის მამა ქალიშვილს ერთი - ერთზე გაესაუბრა, მან შვილს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და საქმროს ოჯახს უკლებლივ, ყველა საქორწინო საჩუქარი უკან გაუგზავნა. თავისი გადაწყვეტილება კი, მან იმით ახსნა, რომ მას არ სურდა, მის გოგონას მთელი ცხოვრება გაუნათლებელ და გონებაშეზღუდულ ადამიანთან გაეტარებინა. "მე ჩემი ქალიშვილით ყოველთვის ვამაყობდი და მსურს რომ მას ბედნიერს, ღირსეული ადამიანის გვერდით ვხედავდე, " - განუცხადა პატარძლის მამამ ოჯახის ახლობლებსა და ნათესავებს.704 1-ს მოსწონს |