x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თურქული წარმოშობის შვედმა დეზინფორმაცია გაავრცელა, - ნინო სუხიშვილს ..... " - ბონდო მძინარაშვილი

image


ჟურნალისტი და მედია - კავშირი "ობიქტივის" მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი ცოტა ხნის წინ, ქართული სააგენტოების მიერ, ნინო სუხიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და უკლებლივ ყველა მათგანს სიცრუეში ადანაშაულებს. როგორც მძინარაშვილი აცხადებს, მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ თითქოს ანსამბლ "სუხიშვილების" გენერალურ დირექტორს ნინო სუხიშვილს კეთილი ნების ელჩობა ჩამოართვეს სიმართლეს არ შეეფერება, ჟურნალისტს საუთარი სიტყვების მტკიცებულებად გაეროს საქართველოს წარმომადგენლობის საიტის ფოტოამონარიდიც მოჰყავს: "თურქული წარმოშობის შვედმა დეზინფორმაცია გაავრცელა, - ნინო სუხიშვილს გაეროს კეთილი ნების ელჩობა ჩამოართვესო, - და აიტაცეს სააგენტოებმა და სრულიად საფეისბუქეთმა. აზრად არავის მოსვლია, შესულიყო გაეროს საქართველოს წარმომადგენლობის საიტზე და გადამოწმების შემდეგ აღშფოთებულიყო ან შეშფოთებულიყო. აგერ, ნახეთ ელჩად გამორჩევის შესახებ ინფორმაცია და საიტიც. არაფერი ჩამოურთმევიათ ნინო სუხიშვილისთვის! P. S. თუ დაუკვირდებით, ფეისბუქში შესასვლელად აუცილებელია ინტერნეტთან წვდომა. ჰოდა, ინტერნეტი თუ გაქვთ, ნებისმიერ საიტზე შეხვალთ და გადამოწმებაც არ არის ძნელი. უბრალოდ, სასურველია, " - დაწერა ბონდო მძინარაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.



image


0
464
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
464