x
იპოვე პრობლემა!

imageსიყვარულის აღარ გჯერათ? ადამიანებს აღარ ენდობით? იქნებ, პრობლემა თქვენშია და არა სხვებში, შეეცადეთ, გულწრფელად უპასუხოთ შეკითხვებს.
1.შეხვდებოდით პოტენციურ პარტნიორს, რომელიც თქვენზე გაცილებით დაბალია?
ა) თუ კი მომეწონებოდა რატომას არა?! (3)
ბ) არ ვიცი.ალბათ, არა (1)
გ) შეიძლება, თუმცა, ალბათ, დისკომფორტს ვიგრძნობდი. (2)

2.შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თქვენი ოცნების ადამიანი?
ა)როგორ არა.ნათლად და გარკვევით ვხედავ. (1)
ბ)თუკი ძალიან მოვინდომებ, ალბათ, კი (2)
გ)სულ ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. იდეალს ვეძებ (3)
3.რამდენჯერ გითქვამთ-“მე შენ მიყვარხარ''?
ა)ერთხელ ან ორჯერ.ეს ისეთი განსაკუთრებული მომენტია (2)
ბ)ჯერ არც ერთხელ.ეს მხოლოდ ერთხელ უნდა თქვა (1)
გ)არ დამითვლია.ვგრძნობ-ვამბობ! (3)

4.აუცილებელია პარტნიორების გემოვნება ერთმანეთს ემთხვეოდეს?
ა)ზოგიერთ რამეში-კი. სხვანაირად მათი კავშირი დროებითი იქნება (2)
ბ) არა, არ უნდა ემთხვეოდეს. (1)
გ)ეს აუცილებელია, ერთმანეთი რომ არ დახოცონ. (3)

5.რა პრობლემები გქონდათ წარსულში ძველ პარტნიორებთან?
ა)რაღაც პერიოდის შემდეგ მათ მიმართ ინტერესს ვკარგავდი (2)
ბ)პრობლემა ის იყო, რომ ხანგრძლივი ურთიერთობის ორივეს გვეშინოდა. (1)
გ)მიჩნდებოდა განცდა, რომ ჩემი შესაფერისი არ იყო. (3)


დათვალეთ ქულები:

5-8 ქულა:
არასდროს იცით, რა გინდათ სინამდვილეში. შეიძლება ითქვას, პირველივე შემხვედრთან აბამთ ურთიერთობას.რატომ არ ფიქრობთ, მერე რა იქნება?! შეეცადეთ, ჩამოყალიბდეთ საკუთარ მოთხოვნებში, გამოიჩინეთ მეტი პრინციპულობა.

9-12 ქულა:
იცით, როგორი პარტნიორი გჭირდებათ, მაგრამ არ იცით, როგორ მოძებნოთ ის.თავადაც ვერ აცნობიერებთ რისი გეშინიათ, გადამწყვეტ მომენტში უკან იხევთ, რადგან, ფიქრობთ, რომ არაფერი გამოგივათ.გარისკეთ!

13-15 ქულა:
რატომ გინდათ ყველაფერი იდეალური?? რატომ ცდილობთ, იპოვოთ ყველაფერში რაღაც ნაკლი-ადამიანშიც და მოვლენაშიც? თქვენ თვითონ ხართ იდეალური?! -აბა, რა გინდათ? თუ ასე გააგრძელებთ, საერთოდ მარტო დარჩებით.

0
128
2-ს მოსწონს
ავტორი:ნეფარიძე
ნეფარიძე
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0