x
მეტი
  • 07.10.2024
  • სტატია:137498
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511411
ვარსკვლავი-დაქალები
ნამდვილ მეგობრობას ხელს არ უშლის არც ფული და არც დიდება.

ცნობილ ადამიანებს შორისაც გვხვდებიან გულითადი მეგობრები, რომელთაც შეგიძლია ენდო, გულახდილად ესაუბრო, გაანდო საკუთარი გულისტკივილი და სურვილები, მიიღო მათგან რჩევები.



მაილი საირუსი&ვანესა ჰაჯენსი


ახალგაზრდა მომღერლები მეზობლად ცხოვრობენ, ამიტომ აუცილებლად უნდა დამეგობრებულიყვნენ-ისინი ერთმანეთს ხვდებიან როგორც უსასრულო წვეულებებზე, ასევე სახლთან პარკირების დროს.

image


ვანესა ჰაჯენსი&ეშლი ტისდეილი

მეტოქეები დისნეის მიუზიკლში რეალურ ცხოვრებაში ერთად მიდიან დასასვენებლად და სვირინგებსაც ერთიდაიგივე სალონში იკეთებენ
image

ეშლი ტისდეილი&სელენა გომესი

ჯასტინ ბიბერთან რომანის გამო სელენას მისი თაყვანისმცემლები ემუქრებიან, თუმცა მისი და ეშლის მეგობრობას არაფერი ემუქრება.

image

სელენა გომესი&ტეილორ სვიფტი
ცეცხლოვანი შავგრემანი და დახვეწილი ქერათმიანი დუეტში მღერიან და არ იტყუებიან როგორც სცენაზე, ასევე ცხოვრებაშიც. არანაირი შური, ორივენი სუპერვარსკვლავები არიან.

image


ტეილორ სვიფტი&კეტი პერი

ისინი განუყრელი წყვილია, მათ ატლანტიკის ორივე მხარეს ერთად ხედავენ.

image


კეტი პერი&რიანა

ეს წყვილი ადასტურებს ქალური მეგობრობის არსებობას შოუ-ბიზნესის მკაცრ სამყაროშიც: რიანა ეხმარება კეტის გონზე მოსვლაში განქორწინების შემდეგ.

image

რიანა&ბიონსე

მომღერალი ბიონსე და მისი მეუღლე Jay-Z 24 წლის რიანას უმცროს დად მიიჩნევენ და ყველანაირად ზრუნავენ და უთითებენ ჭეშმარიტი გზისკენ.

image

ბიონსე&გვინეტ პელტროუ
ორი შვილის დედა გვინეტი კონსულტაციებს უწევდა ბიონსეს ფეხმძიმობის დროს. გოგონას დაბადების შემდეგაც ისინი განიხილავენ არანაკლებ საინტერესო თემებს.
image

გვინეტ პელტროუ&მადონა
ორ ქერათმიანს აკავშირებს არამარტო 10 წლის მეგობრობა, არამედ იოგათი, ვეგეტარიანელობით გატაცება და საერთო ფიტნეს-მწვრთნელი.

image

ლურდეს ლეონი &კელი ოსბორნი
სკანდალური და ცნობილი მშობლების შვილები აუცილებლად უნდა დამეგობრებულიყვნენ-2010 წელს კელი მადონა და ლურდესის ხაზის Material Girl სარეკლამო სახეც გახლდათ.

image

კელი ოსბორნი&მაილი საირუსი

ვისთან, თუ არა დაქალთან ერთად შეიძლება დაიჭყანო და ისიც ასეთ შეუფერებელ კაბაში?
image




2
1275
7-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
1275
  
2012, 7 აგვისტო, 21:05
ანუ ვანესას თუ იცნობ გაგმართლებია ...ყვავი ჩხიკვის დაქალობით მადონამდე მგიყვანს..
2012, 6 აგვისტო, 15:53
+1
0 1 2