x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508686
ყველაზე მოდურად ჩაცმული ვარსკვლავები ივლისის თვეში
ვარსკვლავები მუდმივად ყურადღების ცენტრში იმყოფებიან, მათი სამოსი, მაკიაჟი, გარეგნობა მუდმივი განხილვის თემაა.

ჟურნალი Harper's BAZAAR ყოველთვე აფასებს ცნობილების გემოვნებას და არჩევს მათ შორის ყველაზე მოდურ ვარსკვლავებს, ჟურნალმა ტრადიციულად ივლისის თვეშიც გამოაქვეყნა თვის მოდურად ჩაცმული ვარსკვლავების ფოტოები.

კრისტენ სტიუარტი საუცხოოდ გამოიყურებოდა Roberto Cavalli-ის პიჯაკში, რომელსაც შავი ტყავის შარვალი შეუხამა. კრისტენმა შესანიშნავად მოირგო ეს სტილი, მან თავდაჯერებული ქალის იერი შექმნა.

image


მირანდა კერი ნიუ-იორკში სასეირნოდ Céline-ს ირჩევს, მსუბუქი, თავისუფალი ელეგანტურობა ფიბი ფილოს(Céline-ის კრეატიული დირექტორი) სამოსს მუდმივად ახასიათებს. თუმცა მირანდა შესანიშნავად ირგებს Céline-ის სტილს.

image

დიანა კრიუგერი-Chanel-ის მუზა, ამჯერად მან ახალი ფილმის "Farewell, My Queen" პრემიერისთვის პარიზის ახალი მოდური მეტრის Azzedine Alaïa-ს სექსუალური კაბა აირჩია. თუმცა დიანა ყოველდღიური სტილის სამოსში მეტად მიმზიდველად გამოიყურება, მაგ. Hugo Boss-ში.

image

image

ენ ჰეტევეი მოკლედ შეჭრილ თმებში ბიჭურად, მაგრამ ელეგანტურად გამოიყურება, მისი Erdem-ის ყვავილოვანი კაბა კი ბიჭურ სტილს იდეალურად შეესაბამებოდა. ენიმ ასევე შესანიშნავად მოირგო Stella McCartney-ის შერეულ -პრინტიანი კაბაც.

image

image

ფრიდა პინტო სანამ მსახიობი გახდებოდა მოდელი გახლდათ, ფრიდას თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს, ის შეუბოჭავად და მიმზიდველად ატარებს ნებისმიერ სამოსს. ამჯერად მან Missoni-ის კაბას მიანიჭა უპირატესობა.

image

სარა ჯესიკა პარკერი ნაცნობ სიტუაციაში-ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას ის თავის განუმეორებელ ხიბლს ინარჩუნებს ნებისმიერი სტილის სამოსში.

image

ჯესიკა ალბა ერთ-ერთ ლამაზ ქალბატონად ითვლება ჰოლივუდში. ამჯერად მან Narciso Rodriguez-ის კაბა აირჩია და როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდა.

image

ჯესიკა ბილმა Comic Con-ის ცერემონიალზე Mugler-ის ფანქარი-ქვედაბოლო აირჩია და მართლაც შეუდარებლად გამოიყურებოდა.

image

გვენ სტეფანიმ ხელახლა შეკრებილი ჯგუფის No Doubt-ის სარეკლამო ტურნეში Blumarine-ის ნახატებიანი კომბინაცია მოირგო.

image

სალმა ჰაიეკმა კი "ხარკი გადაუხადა" ნიუ-იორკის სტილს და აირჩია Alberta Ferretti-ის შავი კაბა, რომელიც არაჩვეულებრივად უხდებოდა მის საუცხოო სხეულს.

image

მარიონ კოტიიარმა არჩევანი დიორის ახალი დიზაინერის რაფ სიმონსის კოლექციიდან გააკეთა. მარიონი ბეტმენის პრემიერაზე Dior Couture-ის კაბაში გამოცხადდა. კაბა ფრანგი მსახიობის სტილს შესანიშნავად შეესაბამებოდა.

image

2
695
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
695
  
2012, 3 სექტემბერი, 15:40
+1000
2012, 24 აგვისტო, 15:44
+10
0 1 2