x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მკვლელობა დედოფლისწყაროს სოფელ არბოშიკში - ნაპოვნია 60 წლამდე ქალის ცხედარი
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 60 წლამდე ასაკის ქალი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სოფელ არბოშიკში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, მურად ელაშვილის ინფორმაციით, ქალი ძმისშვილმა და მეზობელმა აღმოაჩინეს.


როგორც არბოშიკში განმარტავენ, ქალბატონი სოფელში მარტო ცხოვრობდა.


„ურეკავდნენ და სატელეფონო ზარებს რომ არ უპასუხა, მიაკითხეს და გარდაცვლილი ნახეს. სავარაუდოდ, ძალადობის კვალი აღენიშნება. პოლიცია მუშაობს, “ - განაცხადა ელაშვილმა.



ფაქტს ადასტურებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილიც. „ფაქტის შესახებ ვიცი, თუმცა დეტალებზე, ბევრი არაფერი“ - განაცხადა ჯანიაშვილმა.


წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილ ქალბატონს ძალადობის კვალი, მართლაც აღენიშნება და მას ხელები აქვს დამტვრეული. საქმე მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108- მუხლითაა აღძრული. სისხლის სამართლის ეს მუხლი განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რაც – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.


გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებენ:


„როგორ გაბედეთ თქვე ნაძირლებო?! როგორ შეეხეთ სხვის სიცოცხლეს?! რა სინდისით და რა კაცობით აპირებთ ცხოვრების გაგრძელებას?! მრცხვენიხართ!!! ლინჩის წესით მოგიწევთ გასამართლება!!! ნაკლებს არ ელოდოთ!!!

როგორ უნდა შეხედოთ ამის მერე ხალხს თვალებში? როგორ უნდა მოკიდოთ საკუთარ შვილებს ხელი ან როგორ აპირებთ ცხოვრების გაგრძელებას?!
არ გეპატიებათ! არ გაპატიებთ! არავინ გაპატიებთ! გეშინოდეთ!!!! სამართალი ადრე თუ გვიან დადგება! მოგეკითხებათ სათითაოდ!!!! გპირდებით!!!, “ - ნათქვამია სოციალურ ქსელში სოფელ არბოშიკის ჯგუფში გავრცელებულ განცხადებაში.

0
337
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0