არქიტექტურა სერიოზული სფეროა, თუმცა ამას ყველა ყურადღებით არ ეკიდება. არიან ისეთებიც, ვინც განგებ ქმნის უცნაურ “შედევრს". ეს ყველაფერი ზოგჯერ ძალიან სახალისოა. ქვემოთ გთავაზობთ ასეთი, ძალიან სასაცილო არქიტექტურული “შედევრების" მეხუთე ნაწილს.
![ძალიან სახალისო არქიტექტურული
,,შედევრები" (ნაწილი 5) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201911/20191106153708USER_ID.jpg)
მანქანის მოყვარული კრეატიული მშენებლის მიერ შექმნილი ნაგებობა. საინტერესოა, რომელიმე ფირმის ავტომობოლია?!
![ძალიან სახალისო არქიტექტურული
,,შედევრები" (ნაწილი 5) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201911/20191106151821USER_ID.jpg)
ეს კი “ნიჭიერი" არქიტექტორების შექმნილი პროექტით აგებული ესტაკადაა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ნამდვილად ბევრს იფიქრებდნენ ამ იდეაზე. ალბათ, პროექტისათვის გამოყოფილი თანხა აღემატებოდა საჭიროს და ამიტომ გაართულეს გზა.
![ძალიან სახალისო არქიტექტურული
,,შედევრები" (ნაწილი 5) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201911/20191106154134USER_ID.jpg)
“ადამიანი - შენობა", უფრო სწორად “კაცი-შენობა". ძალიან არ გაუმართლათ იმ ადამიანებს, ვისაც ერთ-ერთ ნაწილში მოუწევს ყოფნა. ხვდებით, ალბათ, რომელ ნაწილსაც ვგულისხმობ :))
![ძალიან სახალისო არქიტექტურული
,,შედევრები" (ნაწილი 5) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201911/20191106154424USER_ID.jpg)
აი, როგორ უნდა იზრუნო “სანიაღვრე" სისტემის მოწყობაზე. საკანალიზაციო ჭის თავი უფრო მაღალზეა, ვიდრე წყალი. იდეის ავტორმა, ალბათ ჭის თავსახურის კოროზიისგან დაცვაზე იზრუნა.
![ძალიან სახალისო არქიტექტურული
,,შედევრები" (ნაწილი 5) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201911/20191106154753USER_ID.jpg)
“სიმეტრიული" შენობა. არ მგონია, პროექტში ასე ყოფილიყო გამიზნული, აქ უფრო მშენებლების ხელი ურევია ცუდად.
![ძალიან სახალისო არქიტექტურული
,,შედევრები" (ნაწილი 5) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201911/20191106155002USER_ID.jpg)
ფორმალური კარი, ისეა დაყენებული, რომ ვერცერთს ვერ გააღებს კაცი.
![ძალიან სახალისო არქიტექტურული
,,შედევრები" (ნაწილი 5) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201911/20191106155117USER_ID.png)
კიდევ ერთი ფორმალური კარი, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ეს კარი იღება, უბრალოდ ძნელია, დანიშნულება მოუძებნო. ფაქტია, ფოტოზე გამოსახული მამაკაცი გულმოდგინედ სარგებლობს ამ კარით.
![ძალიან სახალისო არქიტექტურული
,,შედევრები" (ნაწილი 5) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201911/20191106155348USER_ID.jpg)
აი, მაგალითი იმისა, თუ მაქსიმალურად როგორ უნდა გამოიყენო ადგილი, თანაც ხელების დაბანისას ავტომატურად ირეცხება პისუარი.
დღეისათვის სულ ეს იყო. გაგრძელება იქნება...
![ძალიან სახალისო არქიტექტურული
,,შედევრები" (ნაწილი 5) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201911/20191106160624USER_ID.gif)
თუ კარგად იხალისეთ, არ დაიზაროთ და მოიწონეთ სტატია!
ასევე საინტერესოა:
ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" ( ნაწილი 1)
ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" (ნაწილი 2)
ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" ( ნაწილი 3)
ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" (ნაწილი 4)
ძალიან სახალისო გიფები
ძალიან სახალისო გიფები (ნაწილი 2)![ძალიან სახალისო არქიტექტურული
,,შედევრები" (ნაწილი 5) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201911/20191106161432USER_ID.gif)