მუსიკა იან ტიერსენი - ფენომენი მუსიკალურ სამყაროში 2012, 2 აგვისტო, 23:40 იან ტიერსენი (Yann Tiersen) დაიბადა 1970 წლის 23 ივნისს საფრანგეთში, ქალაქ ბრესტში. ის არის მინიმალისტი კომპოზიტორი, რომელიც ფლობს არაერთ მუსიკალურ ინსტრუმენტს. მის შემოქმედებაში გამოყენებულია ისეთი საკრავები, როგორიცაა ფორტეპიანო, გიტარა, აკორდეონი, სინთეზატორი და სხვადასხვა სახის ვიოლინო. იანის ზოგიერთ მუსიკაში ასევე გვხვდება ქსილოფონი და მელოდიკა.
ადრეულ ასაკში იანმა კლასიკური განათლება მიიღო სხვადასხვა მუსიკალურ აკადემიაში. თინეიჯერულ ასაკში მასზე ზეგავლენა მოახდინა პანკურმა სუბკულტურამ. 1983 წელს, 13 წლის ასაკში მან მიატოვა ვიოლინო, ხელში აიღო ელექტორნული გიტარა და ჩამოაყალიბა როკ ჯგუფი. რამოდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მისი ჯგუფი დაიშალა, გადაწყვიტა სოლო კარიერა დაეწყო. სანამ გამოაქვეყნებდა მის პირველ ალბომს ის წერდა ფონურ მუსიკას პიესებისა და მოკლემეტრაჟიანი ფილმებისათვის. იანის სადებიუტო ალბომი გამოვიდა 1995 წლის ივნისში, რომელსაც ერქვა - La Valse des monstres. საფრანგეთში წარმატება მხოლოდ მაშინ ხვდა წილად, როდესაც 1998 წელს გამოსცა მისი რიგით მესამე ალბომი Le Phare, საერთაშორისო პოპულარობა კი მაშინ მოიპოვა, როდესაც 2001 წელს ფილმი “ამელისთვის" მუსიკა შეთხზა. იანს სულ 7 სტუდიური ალბომი აქვს გამოქვეყნებული, რომლებიც დღესდღეობით საკმაოდ პოპულარული და გაყიდვადია. 149 3-ს მოსწონს
|