x
კიმ კარდაშიანი ამბობს, რომ სიკვდილმისჯილ პატიმარს როდნი როდს ციხიდან დაიხსნის
image

სიკვდილმისჯილ პატიმარს როდნი რიდს ბრალი ედება 1996 წელს ტეხასის შტატში 19 წლის სტეისი სტაიტსის გატაცებაში, გაუპატიურებასა და დახრჩობაში. მას სიკვდილით 20 ნოემბერს დასჯიან. თუმცა კიმ კარდაშიანმა სასჯელის აღსრულებამდე სიკვდილმისჯილი პატიმრის გათავისუფლება გადაწყვიტა.

image

კიმის მტკიცებით, როდნის საქმეში საკმაო მტკიცებულებებია იმისათვის, რომ იგი ციხიდან დახსნილი იქნეს. როდნის ძმა როდრიკი, ძალიან მადლიერია, რომ კიმი პატიმრის გათავისუფლებას ცდილობს და რეალითი შოუს ვარსკვლავს ღვთისგან ნაბოძებ საჩუქარს უწოდებს.


image

გაგიკვირდებათ და კიმმა უკვე ათობით ადამიანი გაათავისუფლა ციხიდან, შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ როდნის გათავისუფლებასთან დაკავშირებული მცდელობაც წარმატებით დასრულდეს.

image

კიმმა დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ადვოკატურაშია. იგი 1 წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპსაც კი შეხვდა და სთხოვა არაძალადობვრივი ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრის ელის მერი ჯონსონის გათავისუფლება. ჯონსონი, რომელიც სასჯელს 20 წელი იხდიდა, ტრამპის გადაწყვეტილებით ციხიდან 2018 წელს გამოვიდა.

image

რაც შეეხება რიდის საქმეს, კიმს მხარი არაერთმა ცნობილმა ვარკვლამა კერძოდ Rihanna-მ, T.I.-მ, Busta Rhymes-მა, Meek Mill-მა, Questloveმა და სხვებმა დაუჭირეს და მოითხოვეს სასჯელის აღსრულების გადავადება.

image

0
146
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0