სხვა წყვილი ორ ბავშვთან ერთად პატარა კარავში ცხოვრობს: ამ ოჯახის გამომგონებლობის შეიძლება შეგშურდეთ 2019, 4 ნოემბერი, 9:58 გაიცანით ზაკ და კეტი რუისი ნიუ-მექსიკოდან, რომელიც უკვე 2 წელია 28 კვადრატული მეტრი ფართობის კარავში თავის პატარა ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ. ოჯახმა ასეთი გადაწყვეტილება პრაქტიკულად მეორე ბავშვის გაჩენისთანავე მიიღეს.
მცირე გზა ამ გადაწყვეტილებამდე ქორწინების შემდეგ წყვილი კალიფორნიაში ბინაში ცხოვრობდა. ბავშვების გაჩენის შემდეგ მიხვდნენ, ცხოვრების ის წესი, რომელიც მათ სურდათ, ძალიან ძვირი დაუჯდებოდათ. სწორედ ამიტომ, როცა კეტი მეორე ბავშვზე დაქორწინდა, ოჯახმა ნიუ-მექსიკოში, ქალის მშობლიურ ქალაქში გადასვლა გადაწყვიტა. მას შემდეგ რაც ერთი წელი აქ იცხოვრეს, კეტის დედამ უთხრა, რომ მიწის თავისუფალი ნაკვეთი ჰქონდათ. იმწამსვე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ქირის ფული აღარ გადაეხადათ. ეს სწრაფად რომ გაეკეთებინათ საცხოვრებლად კარავი შეარჩიეს. გარდა ამისა, ეს უფრო იაფი და ფუნქციური გადაწყვეტილება იყო. რატომ კარავი? 28 კვადრატული მეტრი ფართობის შექმნაზე, რომელსაც მთავარი დონე და აწეული სხვენი აქვს, დაახლოებით 8 კვირა გავიდა. შესასვლელში შეიძლება დაინახოთ საძინებელი ზონა, სამზარეულო და სასადილო კუთხე. კარავს ასევე აქვს კარადა სამზარეულოს გვერდით და სააბაზანო ოთახი ტუალეტით. წყვილმა სივრცის მოწყობა კარგად დაგეგმა. სწორედ ამიტომ, king-size ზომის ლოგინი აწეულ პლატფორმაზე მდებარეობს და ასე ნივთების შესანახად დამატებითი სივრცე გაათავისუფლეს. აწეულ სხვენში ბავშვების საძინებელი მოაწყვეს. აქ კიბით ასვლა არის შესაძლებელი. სახლის კომფორტი მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს საძინებელი აქვთ, ხშირად მშობლებთან სძინავთ, რადგან თავიანთ საძინებელში არაკომფორტული ტემპერატურაა. კარავს ცენტრალური გათბობა არ აქვს, ამიტომ ზამთარში ტემპერატურა ნულს ქვემოთ ეცემა. გასათბობად ოჯახი ზამთრის ქურთუკებს და სპორტულ შარვლებს იცვამენ. ელექტრო მოწყობილობის დასატენად მზის ენერგიას იყენებენ. ამისთვის სპეციალური პანელების ერთი ნაკრები დააყენეს. ეს ენერგია ნათურების, ტელევიზორის, DVD-პლეერის, ტელეფონის, პატარა მაცივრის და ელექტრო ღუმელისთვის საკმარისია. კარავში ერთი კედელი გამჭვირვალეა, ამიტომ დღისით ბუნებრივი განათებით არის უზრუნველყოფილი. კარავში გამდინარე წყალი არ აქვთ, ამიტომ საკვების მომზადება და სახლის დალაგება რთულია. კარავი იზოლირებულად გამოიყურება, მაგრამ ქალაქგარეთ მდებარეობს და მაღაზიებთან ახლოსაა. სამომავლო გეგმები ზაკი თვლის, რომ კარავში ცხოვრება რთული არაა, თუმცა ზოგჯერ არაკომფორტული ნამდვილად არის. მაგალითად, ტერიტორიაზე საზაფხულო საშხაპე აქვს, მაგრამ ზამთარში დასაბანად ნაცნობებთან და მეგობრებთან წასვლა უწევთ. ზაკი ამბობს, რომ კარავმა მათ დრო მისცათ. „დროა ყველაფერი გავაკეთო, რაც მსურს. დროა ბიჭებთან ერთად გავერთო და ჰობით დავკავდე“. ის ურჩევს ადამიანებს, რომლებიც მსგავსზე ფიქრობენ, უბრალოდ გააკეთონ. „არ ინანებთ მაშინაც კი, თუ იმ მომენტამდე მიხვალთ, როცა ასე ცხოვრება აღარ მოგინდებათ. გამოცდილება სასარგებლო იქნება.“ რუისის ოჯახი ხშირად მოგზაურობს, ამისთვის სახლი ბორბლებზე შეიძინეს. მამაკაცი ირწმუნება, რომ წლის მესამედს გზაში ატარებენ. ისინი გეგმავენ თავისი მოგზაურობები ისე დაგეგმონ, როგორც კარავში ცხოვრება. „პატარა კარავში ბავშვების გაზრდა რთულია, მაგრამ ამის გაკეთება დიდ სახლშიც რთულია“ - ამბობს ზაკი. ოჯახი კარავში უკვე ორი წელია ცხოვრობს. „ახლა უფრო ეკონომიურები ვართ, ვიდრე გადმოსვლამდე“ - ამბობს ზაკი. მისი თქმით, მათი მთავარი მიზანია ოჯახთან მთელი დროის გატარება და არა ბევრი მუშაობა. ჩვენ უბრალოდ ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტები გვაქვს. ზაკი ამბობს, რომ ოჯახი კარავში კიდევ რამდენიმე წელი იცხოვრებს. მათ საკუთარ მიწაზე სახლის აშენება სურთ, რომელიც კარავზე ოდნავ დიდი იქნება. „მივხვდით, რომ უფრო დიდი არ გვჭირდება. 60 კვადრატული მეტრი ფართობის სახლის აშენება რომ შევძლოთ, იდეალური იქნება“. თითოეული ადამიანი ცხოვრებას და მასთან ურთიერთობას თავისებურად უდგება, თუმცა მთავარია, რომ ოჯახი ბედნიერია. ასევე დაგაინტერესებთ: ეს სახლი 500 წლისაა. შიგნიდან ნახვისას მეტყველების უნარს დაკარგავთ 4 შვილიანმა ოჯახმა სასკოლო ავტობუსი სახლად გადააკეთა! შედეგი შესანიშნავია სახლი იაპონიაში - არ დაიჯერებთ, მაგრამ შიგნიდან უფრო დიდია, ვიდრე გარედან 14 ყველაზე უცნაური სახლი მსოფლიოში, სადაც ადამიანები ნამდვილად ცხოვრობენ ვისაც ეჩქარება: იტალიელი არქიტექტორი სახლს მხოლოდ 6 საათში აგიწყობთ მაქსიმალური ეკონომია: ავტოსახლი მზის ბატარეებზე 952 2-ს მოსწონს |