ვარსკვლავების 5 უხერხული მომენტი, რომლებმაც მათ ნაცვლად ჩვენ გაგვაწითლეს
2019, 3 ნოემბერი, 20:24
არსებობს ერთი, საკმაოდ უჩვეულო პროფესია - როცა მხოლოდ ცნობილი ადამიანების თვალყურის დევნება და მათი ყველაზე უხერხულ სიტუაციებში "გამოჭერა" გევალება, და მას პაპარაცი ეწოდება. სხვათა შორის, იცოდით რომ იტალიურად "პაპარაცი" "აბეზარ კოღოს" ნიშნავს? მხოლოდ ვარსკვლავები გაიგებენ ყველაზე უკეთ თუ რატომ უწოდებენ ამ "მომაბეზრებელ" ადამიანებს სწორედ ასე. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩასაფრებული ფოტოგრაფები მსახიობებსა და მომღერლებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ და შეძლებისდაგვარად, მათ ყველა სიტუაციაში საკუთარი პერსონით, თავს აბეზრებენ. ისევე, როგორც აი, ამ ფოტოებში, როდესაც პაპარაცების მახვილ თვალს, ცნობილი სელებრითების ყველაზე უხერხული მომენტები არც ამჯერად გამოჰპარვიათ და მსოფლიო პრესა მათ "კონფუზებზე" კიდევ ერთხელ საქვეყნოდ აალაპარაკეს.