საზოგადოება "სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას არ აპირებს" - ელისო კილაძე 2019, 2 ნოემბერი, 19:26 ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +"-ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტს აქვეყნებს, როგორც კილაძე აცხადებს, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას არ აპირებს. შეგახსნებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიმართა, აღნიშნული ინფორმაცია მიტროპოლიტმა პეტრემ გაავრცელა, რომელმაც სინოდის სხდომა პირველმა დატოვა: "სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს შეიწყალოს დეკანოზი გიორგი მამალაძე. პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების ახალი წესის შემუშავებას დაელოდება! - განმარტავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში" - დაწერა საკუთარ გვერდზე ელისო კილაძემ.211 შეფასება არ არის |