მოვლენები 41 წლის ინგლისელი მოდელი ქუჩაში შიშველ ტანზე მოსხმული ქურთუკით გამოვიდა 2019, 2 ნოემბერი, 20:15 41 წლის ყოფილი მოდელი, ტელეწამყვანი და მომღერალი კეტი პრაისი ლონდონის ქუჩებში წელზემოთ სრულიად შიშველ ტანზე მოსხმული ქურთუკით გამოვიდა ბრიტანული ბრენდის JYY-ის სარეკლამო რგოლისთვის. ბრიტანელ ექს-მოდელს ეცვა წითელი შორტი, მწვანე ქურთუკი და თეთრი სპორტული ფეხსაცმელი, ეკეთა სათვალე და პაწაწინა რქები. ქუჩაში გასეირნების შემდეგ საკუთარ ავტომობილთან Ranger Rover Sport-თან გამართა ფოტოსესია, შემდეგ კი მელაფისენტის კოსტუმი გადაიცვა. კეტი პრაისი არის ყოფილი მოდელი, თანამშრომლობდა ისეთ გამოცემებთან, როგორიცაა FHM, Playboy და Maxim-ი. ამის გარდა არის მომღერალი და ტელეწამყვანი.
1151 3-ს მოსწონს
|