x
image
მაია 24
"ის, რაც დღეს ხდება საპატრიარქოში, არის არა ეკლესიის დისკრედიტაცია, არამედ ავაზაკთა კრებულის ლუსტრაცია, რომელთაც ანაფორა ჩაიცვეს და მას მერე გვმოძღვრავენ"
image


რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:


"ის, რაც დღეს ხდება საპატრიარქოს თავს, არის არა რელიგიის, ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის თუ ზოგადად ეკლესიის დისკრედიტაცია, არამედ ქვაბ-ავაზაკთა იმ კრებულის ლუსტრაცია, რომელთაც ანაფორა ჩაიცვეს, წვერი მოუშვეს, ჯვარი ჩამოიკიდეს და მას მერე გვმოძღვრავენ, რომ შარვლიანი დედაკაცი სძაგს უფალსა, ლედ ზეპელინის სმენა სატანიზმის თაყვანისცემაა, "ჰარი პოტერი" შავი მაგიის სახელმძღვანელოა, ამერიკამ შემოგვისია იაღოვლები, იაპონია ცოდვების გამო ისჯება ცუნამით, თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია არის საქართველოს დაქცევა, სტალინი იყო ეკლესიის ჭეშმარიტი მოამაგე და თუმცა ქართველი გეიები არ არსებობენ, საცა კი დაინახავ მაგ არარსებულებს, ყველას ტაბურეტკა უნდა ხიო თავში.


ბუნებრივია აქ ყველა სასულიერო პირს არ ვგულისხმობ. მათ შორის არაერთი ღირსეული ადამიანია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მათი ხმა ფაქტობრივად ჩაკარგულია პრეტენზიული უვიცობის, კაცთმოძულეობის და სიყალბის იმ ნიაღვარში, რომელიც კარგა ხანია, რაც ამბიონებიდან მოედინება და ბევრი არაფერი მგონია იმაზე უმართებულო და დიდი ანგარიშით საზიანო ჩვენი საზოგადოებისთვის, ვიდრე ამ ღრმად დაავადებული ინსტიტუციის მაღალი რეიტინგი.



და დღეს, ამ ინსტიტუციის (არა რელიგიის და აღმსარებლობის, არამედ ინსტიტუციის) დემითოლოგიზაცია, დესაკრალიზაცია და ერთგვარი დამიწება, ყველას გვაიძულებს თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, დავინახოთ რეალური სურათი და არა რომანტიზირებული იდეალი. ამიტომ მთელი ეს პროცესი, მიუხედავად მისი სირთულისა, დრამატიზმისა და მტკივნეულობისა, არის ცალსახად დადებითი ამბავი. ილუზიებისგან განხიბლვა არის პროგრესის წინაპირობა და მე მჯერა, რომ კიდევ მოვესწრები იმ დროს, როცა სასულიერო პირის დანახვაზე მოქნეული ჯვარკომბალის შხუილი კი არ ჩამესმება, არამედ მოკრძალების ის განცდა მექნება, რასაც სასულიერო პირი უნდა აღძრავდეს".


ასევე ნახეთ:


"ქოცნახირი ვერ მიხვდება, რატომ გაწირა ის ბიძინამ..." - რას წერს დავით ზურაბიშვილი ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნზე


"იმ­დე­ნად მიყ­ვარ­და, წვე­რის ფორ­მა­შიც კი ვბა­ძავ­დი... მაგ­რამ სუ­ლე­ლი გა­მოდ­გა და მი­ა­მი­ტი" - რას წერს გამზარდია პეტრე ცაავაზე


"ზუსტი ინფორმაცია მაქვს..." - რას წერს სააკაშვილი საქართველოს ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებზე

3
463
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
463
  
2019, 5 ნოემბერი, 15:03
აქ ამ ნაკითხ "გაუნათლებლებს"(მის იდეურ ძმებსაც ვგულისხმობ) რომ უნდა დავეთანხმო, აი ეს მიკლავს სასტიკად გულს!!!
2019, 5 ნოემბერი, 1:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 3 ნოემბერი, 0:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3