შოუბიზნესი კიმ კარდაშიანის მეტამორფოზა: ტელევარსკვლავის დიდებისკენ მიმავალი გზის დასაბამიდან - დღემდე 2019, 2 ნოემბერი, 1:02 ჯერ კიდევ 15 წლის წინ, კიმ კარდაშიანის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა თუ იცოდა. იმ პერიოდში, შეიძლება ითქვას, რომ სამყარო "შეპყრობილი" მხოლოდ ჰილტონის ოჯახითა და მისი მრავალმილიარდიანი სასტუმროების იმპერიის სკანდალური მემკვიდრით - პერისით იყო, რომელიც საქვეყნოდ ცნობილი რეალითი შოუს "უბრალო ცხოვრების" წყალობით გახდა. მაშინ როდესაც, ცნობილი იურისტის, ადვოკატისა და მაღაზიის მფლობელის რობერტ კარდაშიანისა და კრის ჯენერის ქალიშვილი კიმ კარდაშიანი დიდი პოპულარობით ვერ დაიკვეხნიდა. თუმცა, სწორედ საკუთარი ოჯახის ფინანსებისა და გავლენების წყალობით ის პერის ჰილტონის გარემოცვაში მალევე აღმოჩნდა. მასთან მეგობრობის პარალელურად კიმი ჰილტონების მდიდრული სახლის გარდა, სხვადასხვა სახის სატელევიზიო შოუებში სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა, შემდეგ კი, რეიტინგული რეალითი შოუს - "კარდაშიანების ოჯახის" -ის მონაწილეც გახდა, რომელმაც თავისი პოპულარობით ყველა ამერიკული სატელევიზიო გადაცემა დაჩრდილა.რეალითი შოუს ვარსკვლავისა და ყველაზე ცნობილი ამერიკელის სტილისა და გარეგნობის ევოლუციას თვალი შეგიძლიათ ქვემოთ მოყვანილი მისი ფოტოგალერეის მეშვეობით გადაავლოთ.179 შეფასება არ არის |