x
image
რუსო ჩარექიშვილი
რა სხვაობაა ჟარგონსა და ბარბარიზმებს შორის და როგორ გავმიჯნოთ ისინი ერთმანეთისიგან?
ნებისმიერი ენა, რომელსაც არ უნდა დავაკვირდეთ სავსეა ისეთი სიტყვებით, თუ ტერმინებით, რომლებიც ყურში უცხოდ გვხვდება, ვგრძნობთ მის არაქართულობას და გვიკვირს სადიან შემოვიდა, ან დამკვიდრდა ჩვენ მეტყველევაში.

image

ქართული, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ენა სავსეა უცხო, სხვადასხვა ენიდან შემოტანილი ლექსიკით. ამგვარ სიტყვებს კი ბარბარიზმები ეწოდებათ. უფრო კონკრეტულად კი ბარბარიზმების განმარტება ასეთია - ბარბარიზმები არის საჭიროების გარეშე ენაში შემოტანილი რომელიმე უცხო ენის სიტყვა, რომელსაც აქვს სესატყვისი მშობლიურ ენაზე და რომლის ასიმილაციაც ენაში არ ხდება.

ქართულში შემოსული და დამკვიდრებული ბარბარიზმების ორი ძირითადი წყარო არსებობს. ეს ენებია- რუსული და ინგლისური.


მაგალითად რუსული ენიდან შემოტანილი ბარბარიზმებია:

. სტოლი - მაგიდა

. სპიჩკა - ასანთი

. პლიტა - გამათბობელი

. ბლუზკა - ბლუზი

. სუნკა - ჩანთა

...და მრავალი სხვა რაც დღესაც არ მისცემია მივიწყებას და აქტიურად გამოიყენება ყოველდღიურ მეტყველებაში.image

ინგლისურიდან შემოსული ბრაბარიზმებია:

. დალაიქება - მოწონება

. დასერჩვა - ძებნა

. დათაგვა - მონიშნვა

ამის გარდა ხშირია მაგალითები, როდესაც ჭირს ბარბარიზმის გამიჯნვა ჟარგონისგან, რადგან უცხო სიტყვის გაგონებისთანავე, მას ბარნარიზმთან ვაივივებთ.

ჟარგონი- არის ვიწრო სოციალური ჯგუფის მეტყველება, რომელიც საერთო ენისგან განსხვავდება მხოლოდ ლექსიკით. მას არ ახასიათებს ზუსტი ტერმინოლოგი, რითაც განსხვავდება პროფესიონალური ენისგან და არ არის საიდუმლო ენა. მეორენაირად, ჟარგონი ეწოდება ნაირენოვარი მოსახლეობის საერთო მეტყველებას.image

ჩვენთან გავრცელებული ჟარგონებია -

.ახევა - წართმევა

. ბათქი - ჩხუბი

. გატეხილშია - უხასიათოდაა

. დააგოიმა - მოატყუა

. დაამუღამა - შეისწავლა

. დაევასა - მოეწონა

. მოკეტა - გაჩუმდა

.მოტყდომა - გაქცევა

. სიფათი - სახე

. ფუფლო - პირობას გადასული

. ეღადავა - დასცინა

. ბანძი - ცუდი

. მაყუთი- ნაღდი ფული

. შეწერვა - წართმევა

ცალკე მდგომი სიტყვების გარდა, გვხვდება ჟარგონული გამონათქვამებიც. როგორიცაა:

. "მოვიდა არა, იხვის ტოლმა"

. " რა შხვართია..." - რაკარგ ტანზე

. " დაახვიე აქედან" - წადი აქედან

. "მაგრად მიტყდება" - მწყინს, არ მომწონს

. "სიფათს აგახევ" - გცემ

. "ვინ გაეძრო" - ვინ მოვიდა

. "ტვინი მოწვი " - დაფიქრდი

აქედან გამომდინარე, ჟარგონზე დაკვირვება გვიძვენებს, რომ ოგი არის ენა - ენის შიგნით, რომლის ყველა სიტყვა გადატანითი მნიშვნელობითაა გამოყენებული და სალიტერატურო ენის მიღმა დგას .




0
284
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0