საზოგადოება "ღმერთო, მაგრად მიყვარხარ და როგორმე ამათ გარეშე დამლინკე რა შენთან" - ნინო ჯანგირაშვილი საპატრიარქოს სკანდალზე 2019, 28 ოქტომბერი, 17:48 ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ბოლო პერიოდში საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებსა და პატრიარქის წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებას სოციალურ ქსელში, საგანგებო პოსტით ეხმაურება: "მხოლოდ პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე მეორე დღეა ვცდილობ გავერკვე ვინ, ვის, რა, სად, როდის, რატომ რისთვის... არა რა, არც გულს და არც ტვინს არ ეკარება ამათი თუხთუხი და ნაგვის ქექვა. ახლა ეს ტარტაროზები მადარდე კიდევ. ღმერთო, შენი ჭირიმე, მაგრად მიყვარხარ და როგორმე ამათ გარეშე დამლინკე რა შენთან"- დაწერა ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.290 შეფასება არ არის |