სხვა ამერიკაში დედა უფლებას აძლევდა პედოფილს საკუთარი შვილები გაეუპატიურებინა 2019, 28 ოქტომბერი, 15:26 მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობდა მცირეწლოვან გოგონებზე, სანამ ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახურს ანონიმური წერილი არ მოუვიდა.
ამერიკის შტატ ოჰაიოში დააკავეს 64 წლის მამაკაცი და 27 წლის დედა, რომელიც უფლებას აძლევდა გაუპატიურებინა საკუთარი ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი.
გამოძიების თანახმად, 64 წლის მარიონ სტანგი(Marion Stang) რეგულარულად აუპატიურებდა გოგონებს, რომლებიც 10 წლისებიც არ იყვნენ, ხოლო გოგონების დედა, 27 წლის სარენა ჰოლი(Sarena Hall)ხელს უწყობდა "ოჯახის მეგობარს" ჩაედინა ძალადობრივი ქმედება მისი მცირეწლოვანი ქალიშვილების მიმართ. საქმე გაიხსნა ანონიმური წერილის წყალობით, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახურს მიუვიდა. გასულ პარასკევს ორივე დააკავეს, ისინი სტარკის ოლქის ციხეში გადაიყვანეს. დედის და პედოფილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 1166 4-ს მოსწონს
|