x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სკოლაში მას ქოშინის გარეშე ასი მეტრის გარბენაც კი არ შეეძლო, ახლა კი ის მოთხოვნადი მოდელია

image


ოსტინ შიფლეტჭარბი წონა ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან აწუხებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც უფროს კლასებში თანაკლასელების მხრიდან მისი დაცინვა ყველა ზღვარს გადასცდა, ოსტინმა სტრესის ფონზე წონაში კიდევ უფრო მეტად მოიმატა. არსებული ვითარების გამო მოზარდი საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდა, სწორედ მაშინ მიხვდა რომ მარტო ამ პრობლემას ვერ მოერეოდა. მაგრამ, აი შემდეგ ნამდვილი სასწაული მოხდა.


image


ოსტინი დარწმუნებული იყო რომ 111-115 კგ იწონიდა, თუმცა ერთ დღესაც, მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ფიზკულტურის გაკვეთილზე სასწორმა ზუსტად 175 კილოგრამი აჩვენა. ოსტინი ცრემლებს ძლივს იკავებდა, ვერ იჯერებდა რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა.


image


ბებიამ ერთ დღეს მას ატკინსის დიეტის დაცვა ურჩია, ამიტომ ბიჭმა ყველაფრის ფასად გადაწყვიტა დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა და საკუთარი წონის მესამედი მაინც დაეკლო. 3 თვეში ოსტინმა 35 კგ დაიკლო, დიეტის პარალელურად მან ყოველდღიურ "რაციონში" ფიზიკური აქტივობებიც ჩართო. იმისთვის, რომ გარშემომყოფების მხრიდან მორიგი დაცინვა თავიდან აერიდებინა სატრენაჟორო დარბაზს ის ძირითადად ღამის საათებში სტუმრობდა. რამდენიმე თვეში ოსტინ შიფლეტის ცნობა თითქმის წარმოუდგენელი იყო.


image

ახლა, ის უკვე პერსპექტიული მოდელი და გოგონების მთავარი სამიზნეა. მისი ნახვა როგორც სპორტული ჟურნალების გვერდებზე, ასევე ცნობილი ტაბლოიდური გამოცემების გარეკანზეა შესაძლებელი.


imageimage


ოსტინი დღემდე ბებიის მადლობელია, რომელიც საყვარელ შვილიშვილს ყოველთვის გვერდში ედგა და ეხმარებოდა.


image



0
666
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
666