სხვა ამ გოგონაზე ყველა გიჟდება მანამ, სანამ თავიდან ბოლომდე არ იხილავს 2019, 27 ოქტომბერი, 13:25 საინტერესოა, საიდან გაჩნდა ის სტერეოტიპი, რომ ყველა გოგონა აუცილებლად გამხდარი უნდა იყოს, იმისთვის რომ ლამაზად ჩაითვალოს. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს ყოველივე სრული აბსურდია. საქმე ფიქსირებულ კილოგრამებში ნამდვილად არ არის, არამედ პირველ რიგში ის, ჯანსაღ სხეულში, ბუნებრივ ღიმილში, მზერასა და თავდაჯერებულობაშია. სწორედ, საკუთარ მაგალითზე დაამტკიცა ეს ყველაზე უკეთ, ინგლისელმა, "პლუს- საიზ" მოდელმა ქლოე მარშალმა. გოგონა გამხდარი აშკარად არ არის, თუმცა, მას ეს ფაქტორი ხელს არანაიარად არ უშლის მუდამ ლამაზად და სასურველად გამოიყურებოდეს.28 წლის მოდელი, ინგლისში დაიბადა, როგორც მოზარდების უმრავლესობა, ასევე ისიც, თანაკლასელების მხრიდან საკუთარი წონისა და გარეგნობის გამო ჩაგვრის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, რამაც მას არასრულფასოვნების კომპლექსი ჯერ კიდევ, ადრეული წლებიდან ჩამოუყალიბა, რომლის საბოლოო დამარცხებასაც გოგონამ საკმაოდ დიდი დრო მოანდომა.18 წლის ასაკში, მან ბედი სილამაზის კონკურსშიც სცადა, სადაც არა მხოლოდ ქასთინგის წარმატებით გავლა, არამედ "მის ინგლისის" ტიტულის მოპოვებაც კი შეძლო. ქლოე "პლუს -ზომის" ერთადერთი მოდელია, რომელმაც მსგავსი სახის კონკურსი მოიგო და საკუთარ თავზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კილოგრამების მიუხედავად, ყველა გოგონას აქვს უფლება იყოს აღიარებული და ლამაზი.სილამაზის კონკურსში გამარჯვებამ ის ნამდვილ ვარსკვლავად აქცია, სწორედ ამ ტიტულის შემდეგ ქლოე მარშალისთვის წარმატების ყველა კარი თითქმის ერთროულად გაიხსნა, მოდელის კარიერამ კი სულ მოკლე დროში წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწია.გოგონას პარამეტრები შემდეგნაირად გამოიყურება: სიმაღლე - 178 სმ, წონა - 80 კგ. ქლოე მარშალი დღესდღეობით, სამოდელო სააგენტო "Ford Models"- თან აქტიურად თანამშრომლობს, პარალელურად კი, ჟურნალ "Pluse-size magazine" - ის მთავარი წარმომადგენელია.573 შეფასება არ არის |