სხვა კოცნა როგორც წამალი 2012, 31 ივლისი, 21:56 სპეციალისტების მტკიცებით სექსი ადვილად შეიძლება გადაიქცეს ყოველდღიურ რუტინად, აი კოცნას კი უამრავი ემოციის მოტანა შეუძლია.
კოცნა საუკეთესო საშუალებაა სტრესის წინააღმდეგ: სრულფასოვანი კოცნის დროს ტვინში დიდი რაოდენობით გამოიყოფა ენდორფინები, რომლებიც იწვევენ სამკურნალო ეფექტს. მონრეალში მდებარე მაკ-გილის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ყოველი კოცნა ამცირებს სტრესული სუბსტანციების წარმოქმნას, რაც თავის მხრივ უამრავი დაავადებისაგან გვიცავს. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ავადმყოფები, რომლებსაც ხშირად და ნაზად კოცნიან უფრო ადვილად უმკლავდებიან დაავადებებს.
ჩიკაგოს სტომატოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოცნის დროს გამოიყოფა ფოსფორით და კალციუმით მდიდარი ნერწყვი, რომელიც კბილებს კარიესისგან იცავს.
კოცნა საკმაოდ ეფექტური ტკივილგამაყუჩებელია, თავისი ყურადღების გადამტანი ეფექტის წყალობით.
კოცნის დროს მოქმედებაში მოდის სახის 38 კუნთი, კანი იჭიმება და უფრო ნელა ბერდება. კოცნის დროს საშუალოდ 9 კალორია იწვება. ყურადღება მიაქციეთ სიტყვა "საშუალოს", რაც უფრო ვნებიანია კოცნა მით უფრო მეტ წონას კარგავთ. არ გაგეცინოთ მაგრამ ინტენსიური კოცნა ძალიან კარგი საშუალებაა სლოკინის წინააღმდეგ. კოცნის დროს ფართოვდება სისხლძარღვები, ჩქარდება გულისცემა, ადამიანი ახდენს დაახლოებით 60 ჩასუნთქვას წუთში, ყოველივე ეს პოზიტიურად აისახება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებზე. როდესაც ადამიანების ტუჩები და ენები ეხება ერთმანეთს სისხლს მეტი რაოდენობით ადრენალინი მიეწოდება. მთელს ორგანიზმს "სასიხარულო დაძაბულობის" შეგრძნება ეუფლება. ეს მნიშვნელოვანია შემდეგი მოქმედებებისათვის, რომელთა პრელუდიასაც წარმოადგენს კოცნა. 628 4-ს მოსწონს
|