შოუბიზნესი ნახეთ, რა ფოტოებს აქვეყნებდა მეგან მარკლი, სანამ "ინსტაგრამს“ გააუქმებდა 2019, 26 ოქტომბერი, 15:05 მას შემდეგ, რაც ბრიტანულ არხ "ITV" -ზე მეგან მარკლისა და პრინც ჰარის აფრიკაში მოგზაურობის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა, მათ წინააღმდეგ სრულიად სამყარო აღდგა. ფილმში სასექსის ჰერცოგინია და ჰარი პრესის მხრიდან იმ წარმოუდგენელ ზეწოლაზე საუბრობენ, რომელსაც ორივე მათგანი თითქმის ყოველდღიურად განიცდის, ელიზაბეტ II- ის საყვარელი შვილიშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა და მასმედიის მიერ მეგანზე განუწყვეტელი თავდასხმები პრინცესა დიანას, ჩარლზთან ცოლქმრული თანაცხოვრების ბოლო წლებს შეადარა. როგორც ცნობილი გახდა, დოკუმენტური ფილმი სამეფო ოჯახის წევრთა უმრავლესობას კატეგორიულად არ მოეწონა. მაგალითად, ჟურნალისტებმა ცოტა ხნის წინ, დედოფალთან ოფიციალური ვიზიტისას ელიზაბეტ II -ის მაგიდის გადაღება მოახერხეს, რომელზეც თავს ოდესღაც, სამეფო ოჯახის თითქმის ყველა წევრის ფოტო იწონებდა, ახლა კი, მათ შორის ჰარისა და მეგანის პორტრეტებს ვერსად იპოვით. სავარაუდოდ, ამ ჟესტით დედოფალს ჰერცოგთა საქციელზე საკუთარი უკმაყოფილების დაფიქსირება სურდა.სულ რაღაც გასულ წელს - ფოტო ადგილზე იყო
რამდენიმე დღის წინ კი, - პორტრეტი მაგიდიდან უბრალოდ გაქრა
როგორც ცნობილია, მეგანი სამაგალითო ქცევით არასდროს გამოირჩეოდა, როგორც სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირები აცხადებენ, სასექსის ჰერცოგინია საკმაოდ უცნაური ხასიათითაც გამოირჩევა, ამიტომ მისი მხრიდან, ასეთი თამამი საჯარო საუბარი არავის გაკვირვებია. ახლა კი, მოდით, ვნახოთ თუ როგორ ფოტოებს აქვეყნებდა საკუთარ გვერდზე მეგან მარკლი, სანამ "ინსტაგრამს" საბოლოოდ გააუქმებდა.128 შეფასება არ არის |