სხვა შავი კატა - ცრურწმენები 2012, 31 ივლისი, 21:08 ვზივარ ჩემთვის, არაფერს არ ვაშავებ და მინდა შეგახსენოთ, რომ კატა ძველი, ხელუხლებელი, წმინდა ცხოველია. (ოსტატი და მარგარიტა. ბულგაკოვი)
დიდი ხნის მანძილზე ბრიტანელი მეთევზეები თვლიდნენ, რომ თუ შავ კატას სახლში დატოვებდნენ ზღვაში გასვლის დროს, ის მათ ოჯახს დაიცავდა. ირლანდიელები გემით მოგზაურობის დროს შავ კატას საპატიო ადგილს აძლევდნენ, ითვლებოდა, რომ შავი კატა მათ უბედურობისგან დაიფარავდა. ძველ რომში თუ შავი კატა გზაში შეგხვდებოდა ის დღე დათარსულად ითველოდა. ეს ცრურწმენა დღემდე სხვადასხვა ქვეყნებში არის გავრცელებული, მათ შორის საქართველოშიც. ძირითადად ცრურწმენები უფრო რელიგიურ ხალხშია გავრცელებული, წლების განმავლობაში შავ კატებზე ბევრი მითები დაგროვდა. იმასაც ამბობენ, რომ შავ კატას ამინდის პროგნოზირება შეუძლია. მაგალითად, თუ კატა პირს თათით იბანს ნიშნავს, რომ სტუმრები მოვლენ. ამას თუ გავითვალისწინებთ მაშინ სულ სტუმრიანობაში უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ კატები მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ძილის და საკუთარი თავის მოვლის გარდა არაფერს აკეთებენ. მე მაინც ვთვლი, ერთადერთი ვინც შავ კატასთან შეხვედრას უნდა მოერიდოს ეს თაგვია (c) 369 8-ს მოსწონს
|