საზოგადოება "შენგან რამე ხეირს აღარ ველით და "რუჩკები" მაინც დაგვიყენე ავტობუსებზე გარედან" - ნინო ჯანგირაშვილი კალაძეს 2019, 25 ოქტომბერი, 14:22 ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი დედაქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხებით მუშაობასა და ზოგადად, ქალაქში დაწყებულ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმას სოციალურ ქსელში საგანგებო სტატუსით ეხმაურება და დედაქალაქის მერს კახა კალაძეს საჯაროდ მიმართავს: "კახი, გენაცვალე, შენ მაშინ პატარა იყავი, არ გეხსომება. 90–იანებშიც ვახერხებდით როგორღაც გადაადგილებას. შენგან რამე ხეირს აღარ ველით და "რუჩკები" მაინც დაგვიყენე ავტობუსებზე გარედან. დანარჩენს ჩვენ მივხედავთ, გამოცდილი ხალხი ვართ, "- დაწერა ჟურნალისტმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე, რომელსაც თან შესაბამისი ფოტოც დაურთო.1077 1-ს მოსწონს |