საზოგადოება
"რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის" - არქიმანდრიტი ბართლომე ანიტა რაჭველიშვილს უპირისპირდება
2019, 25 ოქტომბერი, 13:46
არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი ცნობილ ქართველ მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილს, სოციალურ ქსელში გამოთქმული პოზიციის გამო უპირისპირდება. "აი რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის, " – წერს არქიმანდრიტი სოციალურ ქსელში. როგორც ირკვევა, არქიმანდრიტის ეს დამოკიდებულება მომღერლის პოსტმა გამოიწვია, რომელმაც ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყეების გადასარჩენად 1, 1 მილიონი ამერიკული დოლარის გადარიცხვა საჯაროდ გააკრიტიკა. გთავაზობთ სასულიერო პირის კომენტარების ამსახველ ფაქტებს, როგორც ანიტა რაჭველიშვილი აცხადებს, არქიმანდრიტი ივანიშვილების ოჯახის მოძღვარია.