x
20 ივნისისს აქციის მონაწილეებისთვის სროლის საჭიროება არ იყო - სპეცრაზმელის სკანდალური ჩვენება
image



20 ივნისს აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული და უკვე გათავისუფლებული სპეცრაზმელი სასამართლოს სკანდალურ ჩვენებას აძლევს. გიორგი ესიაშვილი ამობს, რომ გავრილოვის ღამეს აქციის მონაწილეებისთვის სროლის აუცილებლობა არ იყო.

სპეცრაზმელმა 20 ივნისის ღამეს რამდენიმე ადამიანს ესროლა და ამით დაზიანებებიც მიაყენა, თუმცა ახლა თვლის, რომ იარაღის გამოყენება არ უნდა მომხდარიყო და ამისთვის შესაბამისი გარემოებები მაშინ უბრალოდ არ არსებობდა.


ესიაშვილმა წარდგენილი ბრალდება სრულად აღიარა. ამის გამო იგი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, რადგან სასამართლომ ეს უკანასკნელი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია.



იმ ფაქტს, რომ პოლიციის თანამშრომელმა წარდგენილი ბრალი აღიარა ადასტურებს საქმის პროკურორიც.


გიორგი ესიაშვილის ეს ჩვენება თავდაყირა აყენებს ყოფილი შს მინისტრის, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ძალოვანი უწყებების ვერსიას, რომლის თანახმადაც 20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას შეჭრას ცდილობდნენ, რის გამოც სახელმწიფო გადატრიალების თავიდან ასაცილებლად მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიების გამოყენება საჭირო და აუცილებელი იყო.


სპეცრაზმელის ამ ჩვენებით კიდევ უფრო მყარდება ვერსია, რომ მაშინ სახელმწიფომ აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპურციული ძალა გამოიყენა, რისი საჭიროებაც იმ დროს არ იდგა.







0
109
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0