x
image
თამილა გურაშვილი
ტრამპი ირანს არნახული დარტყმით ემუქრება

image



პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს არნახული დარტყმით ემუქრება, მისი მხრიდან მიუღებელი ქმედებების შემთხვევაში.


”მე ვცდილობ ომიდან გამოვიდეთ, მაგრამ შეიძლება ჩვენც მოგვიხდეს, რომ შევუერთდეთ ომს... ჩვენ მომზადებული ვართ ისე კარგად, როგორც არასდროს. თუ ირანი რამეს გააკეთებს, ჩვენ ისეთ დარტყმას მივაყენებთ, როგორიც მათთვის არასდროს მიუყენებიათ. "- განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს თეთრ სახლში.


აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის ბოლო ეტაპი დაკავშირებულია საუდის არაბეთში ნავთობგადასამუშაველ ობიექტებზე თავდასხმებთან.



ორ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას საუდის არაბეთში აბკაიკეში და ჰურაისეში 14 სექტემბრის ღამეს თავს დაესხნენ უპილოტო თვითმფრინავები. ანსარ ალაჰის იემენის მოძრაობის აჯანყებულებმა საკუთარ თავზე აიღეს თავდასხმის პასუხისმგებლობა და განაცხადეს, რომ დივერსიის ჩადენის დროს ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე 10 უპილოტო საჰაერო მანქანა გამოიყენეს.


შეერთებულმა შტატებმა და საუდის არაბეთმა ირანი დაადანაშაულეს თავდასხმებზე მონაწილეობაში. თეირანმა ამ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.


0
414
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0