სხვა ტრაგედიამდე წამებით და წუთებით ადრე - ფოტოები, რომლებიც უბედურ შემთხვევამდე გადაიღეს 2019, 22 ოქტომბერი, 0:38
ჩვენ დღეს სწორედ ასეთ ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომელიც სიკვდილამდე წამით ადრეა გადაღებული. 1. ფოტოგრაფი რობერტ ლანდზბერგი სენტ-ჰელენზის ვულკანის ამოფრქვევის დროს დაიღუპა, თუმცა მან ბუნების სახიფათო მოვლენის და ფერფლის კედლის აღბეჭდვა მოასწრო. მან ფირი საკუთარი სხეულით გადაარჩინა![]() 2. 1986 წლის 28 იანვარს კოსმოსური შატლი ჩელენჯერი გაშვებიდან 73 წამში აფეთქდა. ფოტოზე გამოსახული ეკიპაჟის წევრები სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე გადაიღეს.![]() 3. 1998 წლის 5 აგვისტოს ირლანდიის ქალაქ ომაში ეს სურათი აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე გადაიღეს. მამა-შვილი გადარჩა, ფოტოგრაფი — ვერა.![]() 4. 14 წლის კეის სეფსვორდი თვითმფრინავის ბორბლებში იმალებოდა. ჯონ გილსპინი დამწყები ფოტოგრაფი იყო, რომელიც ფოტო-აპარატის ახალ ლინზებს ამოწმებდა და შემთხვევით, თინეიჯერის სიკვდილი გადაიღო.![]() 5. ეს ურუგვაის ავიახაზების თვითმფრინავში, ჩარტერული რეისი #571, გადაღებული ბოლო ფოტოა. თვითმფრინავში რაგბის ახალგაზრდული ნაკრები მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. 45-კაციანი ეკიპაჟიდან 27 გადარჩა, თუმცა გადასარჩენად მათ კანიბალიზმს მიჰყვეს ხელი. 72 დღის შემდეგ მაშველებმა გადარჩენილ 16 ადამიანს მიაგნეს.![]() 6. ეს ბოლო სურათია, რომელიც დეივ ჰოლმა ცოლ-შვილს გადაუღო. ოჯახი რეისი MH17-ით ამსტერდამიდან კუალა ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა. თვითმფრინავი რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის თავზე ჩამოაგდეს. დაიღუპა 298 ადამიანი, მათ შორს დეივ ჰოლის ოჯახი.![]() 7. 2015 წლის ნოემბერში, პარიზში ბატაკლანის თეატრში ტერორისტები შეიჭრნენ და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს. ტერაქტამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებულ სელფზე შეყვარებულები, ჟილ ლეკლერი და მარიანა ლაბანანი არიან. თავდასხმას მხოლოდ მარიანა გადაურჩა.![]() 8. პარკურის მოყვარული პაველ კაშინის უკანასკნელი ფოტო. მან ტრიუკის შესრულებიდან ცოტა ხანში წონასწორობა დაკარგა, შენობის სახურავიდან გადავარდა და დაიღუპა.![]() 9. ამერიკელი ვარსკვლავი ჯეიმზ დინი თავის პორშესთან. ცოტა ხანში ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა.![]() 10. ტიტანიკის ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტო.![]() 11. პრინცესა დაიანას ერთ-ერთი ბოლო ფოტო, რომელიც პაპარაცმა საბედისწერო ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე გადაიღო.![]() 12. პოლ უოლკერი ჯდება მანქანაში, Porsche Carrera GT-ში, რომელმაც მისი და მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა.13. ექთანი, რომელი 1976 წელს ებოლას ვირუსით დაინფიცირდა, შემდეგ კი გარდაიცვალა. 644 1-ს მოსწონს
|