x
მეტი
  • 10.01.2025
  • სტატია:139311
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512677
ქართული ოცნება ნაციონალებს უჩივის

imageქართული ოცნება, როგორც ჩანს გაჩერებას არ აპირებს და 2008 წელს არჩევნების გაყალბებისთვის ნაციონალებს უჩივის. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ეკა ბესელიამ და თეა წულუკიანმა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს. ისინი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ნაძალადევის რაიონში კენჭისყრის შედეგების გაყალბების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. ნაძლადევის რაიონში გაყალბებაზ მაშინაც აქტიურად საუბრობდნენ, მაგრამ რომ ვერაფერი მოახერხეს ასე შეჩერდა ეს საქმე.როგორც კოალიციის წევრი ეკა ბესელია ამბობს, ისინი ეყრდნობიან 5 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორის განცხადებას. ბესელიას თქმით, ამ ქალბატონმა კოალიციას არჩევნების გაყალბების ის სქემა გადასცა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წლის საპარლამენტო არჩვენებზე აქტიურად იყენებდა. ალბათ მარტო ნაძალადევის რაიონში არ იქნებოდა გაყალბებული ხმები და თუ ეს დამტკიცდა შეიძლება კიდევ სხვა რაიონში აღმოაჩინონ გაყალბება. დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი რამეები არხდება, ჩვენ ქვეყანას დემოკრატიულს უძახიან და იმას არ ითვალისწინებენ, რომ არჩევნები დიდი დარღვევებით მიმდინარეობდა. ბესელია აცხადებს, რომ სარჩელი მნიშვნელოვანია იმისათვისაც, რომ მმართველმა გუნდმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვეღარ შეძლოს მსგავსი სქემებით მანიპულირება.

1
176
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jango
jango
176
  
2012, 17 აგვისტო, 17:55
ნაძალადევში იყო გაყალბება და არრავინ თქვას არაო აქ ვარ და კრგად ვხედავდი როგორ ჩამოატარებდნენ ავტობუსებს :)
0 1 1