სხვა ახალგაზრდა ქალი, სახიფათო სელფის გამო, საკრუიზო ლაინერიდან გააძევეს 2019, 19 ოქტომბერი, 16:24 ![]() სელფომანიას საზღვარი აღარ აქვს, სელფით შეპყრობილი ადამიანები გამუდმებით ცდილობენ, რაც შეიძლება ეფექტური ფოტოები გადაიღონ, ატვირთონ სოციალურ ქსელში, გააოცონ მეგობრები, თვითონ კი "ლაიქებით" და ქათინაური კომენტარებით დატკბნენ. ახალგაზრდა ქალი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საკრუიზო ლაინერ Royal Caribbean Allure of the Seas-ზე მოგზაურობის დროს გადავიდა აივნიდან, გემის კიდეზე დადგა და ცისფერ საცურო კოსტუმში გამოწყობილმა ოკეანის ფონზე სელფი გადაიღო. ![]() ![]() "ასეთი არანორმალური საქციელით, ადამიანები არა მარტო საკუთარ სიცოცხლეს იგდებენ საფრთხეში, არამედ იმათიც, ვინც მას უნდა უშველოს"-აღნიშნულია განცხადებაში. პიტერ ბროსიჩმა კი ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: "აბსოლუტური იდიოტი, თქვენ არ გადავარდებით გემიდან, თუ ამ ქალივით არ მოიქცევით." ზოგიერთისთვის ასეთი ექსტრემალური ფოტოს გადაღება სამწუხაროდ ფატალურად მთავრდება, 2011 წლიდან 2017 წლამდე მარტო სელფის გადაღების დროს დაიღუპა 259 ადამიანი.ხოლო 2000 -დან 2018 წლამდე საკრუიზო ლაინერებიდან უგზო-უკვლოდ გაქრა 200 ადამიანი, (მათ შორის ალბათ ასეთი სელფის გადაღების დროს გადავარდნილებიც იქნებიან)ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელიწადში გემის ბორტიდან გადავარდნილებიდან, მხოლოდ 25%-ის გადარჩენა მოხერხდა. 260 1-ს მოსწონს
|