x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
წარმოუდგენელი ფაქტები, რომლებიც სიმართლეა!
ინტერნეტი სავსეა ლეგენდებით, ვარაუდებითა და ფსევდო-ფაქტებით, რომლებიც გათვლილია ჩვენს დარწმუნებაზე. სინამდვილეში, რისი უნდა გვჯეროდეს?!



image


მაგრამ, დაგარწმუნებთ, რომ ნამდვილად არსებობს მსოფლიოში ისეთი ფაქტები, რომლებიც უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა ისინი რეალურად არსებობს და სიმართლეა. ჰოდა, დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთ, ძნელად დასაჯერებელ, თუმცა ნამდვილად უტყუარ რამდენიმე ფაქტს წარმოგიდგენთ.




1. ესპანეთი ერთ-ერთია იმ ოთხ ქვეყანას შორის, რომლის ჰიმნსაც ტექსტი, ანუ სიტყვები არ გააჩნია.



მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომელთა ჰიმნებს საერთოდ არ აქვთ სიტყვა. ესენია: ესპანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სან მარინო და კოსოვო.


1761 წელს ესპანელმა კომპოზიტორმა მანუელ ესპინოზა დე ლოს მონტეროსმა დაწერა "სამეფო მარში", რომელიც 1770 წელს მეფე ჩარლზ III-ემ ოფიციალურად დაამტკიცა. მოგვიანებით კი მარში სახელმწიფო ჰიმნი გახდა. თავდაპირველად, ჰიმნს ჰქონია სიტყვები, თუმცა სახელმწიფოს დემოკრატიული მთლიანობის შემდეგ ის ოფიციალურად გაუქმდა (1931–1939 წწ). რამდენჯერმე იყო მცდელობა ოფიციალური ტექსტის დამტკიცების, თუმცა უშედეგოდ.







2. ორმა დამ ვირჯინიიდან, ე.წ "ხლოპიო", ანუ ბურბუშელას ფანტელი 1 350 $-ად გაყიდა.


ეს დაუჯერებელი რაღაც ნამდვილად მოხდა. 2008 წელს, დებმა- ემილი და მელისა მაკინტაირებმა ბურბუშელის ტკბილი ფანტელი 1 350 $-ად გაყიდეს. ფანტელის ღირებულება მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ ის გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ილინოისის გეოგრაფიულ მოცულობას.


image


დებმა ფანტელი eBay- ის აუქციონზე განათავსა, რომელიც, ერთკვირიანი ტენდერის ჩატარების შემდეგ, ტეხასელმა, ვინმე მონტი კერმა იყიდა. მონტი აგროვებდა ამერიკასა და მის პოპ-კულტურასთან დაკავშირებულ ყველა ნივთს და ჩათვალა, რომ ფანტელიც შესანიშნავი იქნებოდა მისი გამოფენისთვის.



თავდაპირველად, eBay- მა წაშალა ნივთი და თქვა, რომ ეს არღვევს აუქციონის პირობებს. დებმა კი გააკეთეს საბუთი, რომელიც ამტკიცებდა ამ ნივთის - "ტკბილი ფანტელის" მათ მფლობელობაში ყოფნას. მონტი კერმა კი ყიდვის შემდეგ თავად ჩააკითხა ვირჯინიაში მის "განძს", რადგან შეეშინდა გზავნილით მიღების, რომ გზაში არ დაკარგულიყო.







3. ბაყაყები საკვებს ენით თვალების დახმარებით ყლაპავენ.


თუ დაკვირვებიხართ, ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ბაყაყები, რომლებსაც გაწელილი ენით საკვები პირისკენ მიაქვთ, ამ დროს თვალებს ხუჭავენ ან ახამხამებენ. საყლაპავი მილისკენ საკვებს, სწორედ თვალების დახმარებით მიაქანებენ.


ეს თეორია, ჯერ კიდევ 1906 წელს იქნა წამოყენებული, თუმცა მხლოდ 2004 წელს დამტკიცდა, როდესაც ამერიკელთა ბიოლოგიის სწავლულთა ჯგუფმა ჩაატარა რიგი დაკვირვებების. მათ შეისწავლეს ბაყაყის თვალების მოძრაობა მათი კვების დროს, ასევე გადაიღეს კვების პროცესში უამრავი რენტგენი და ასევე ელექტროენერგეტიკულმა აქტივობებმა აჩვენა, რომ თვალები კვების პროცესში შეგნებულად მონაწილეობს.


ექსპერიმენტი ჩაატარეს ასევე იმაზე, რომ ბაყაყის თვალების კუნთის ნერვები გადაჭრეს და ბაყაყმა დიდი სირთულით და მხოლოდ დიდი დროის განმავლობაში მოახერხა მცირე საკვების მიღება, რაზეც, ბევრჯერ მეტი ძალისხმევა დაჭირდა.






4. ტურისტმა ქალმა ისლანდიაში მონაწილეობა მიიღო დაკარგული ქალის ძიებაში. აღმოჩნდა, რომ მას ეძებდნენ.


2012 წელს, ისლანდიაში უცებ განაცხადეს აზიელი ტურისტის დაკარგვის ფაქტი. ბევრი შეუერთდა ამ სამძებრო საქმეს და ერთ-ერთი ქალი, რომელიც მონაწილეობდა, გვიან მიხვდა, რომ მას ეძებდნენ.


აი, რა მოხდა: ტურისტების ავტობუსი წავიდა ვულკანი ელდგიაუს სანახავად. ერთ-ერთმა ტურისტმა ქალმა ტანსაცმელი გამოიცვალა ამ პერიოდში, დანარჩენმა ტურისტებმა ის ვერ იცნეს და ატყდა განგაში ერთი ტურისტის დაკარგვის შესახებ.


50 კაციანი სამძებრო ჯგუფი მას მთელი ღამე ეძებდა. თვითონ ქალბატონიც მონაწილეობდა და გვიანღა მიხვდა, რომ ყველა მხოლოდ მას ეძებდა.






5. ყველა ყავისფერი თვალი, სინამდვილეში ცისფერია!


image


ცისფერი პიგმენტი არ არსებობს. თვალები კი ლურჯად იმავე მიზეზით გამოიყურება, რა მიზეზითაც ცა და წყალი. მზის სხივები კარგად ირეკლავს ლურჯ ფერს.


თვალის ფერად ნაწილს ირისი ეწოდება. ის ორი ფენისგან შედგება - ქვედა, ყავისფერი და ზედა, უჯრედები და ბოჭკოები. ამ უჯრედების ზოგიერთი ნაწილი შეიცავს პიგმენტ მელანინს. თუ ზედა ფენაში არ არის მელანინი, ბოჭკოებიდან სინათლე უფრო შთაინთქმება და აისახება უფრო მეტად ლურჯი ფერი.


ამავე მიზეზის გამო, ზოგიერთ ადამიანში შეიძლება მოხდეს თვალების ფერის ცვალებადობა.







6. აფსიდები ორსულები იბადებიან!


სხვადასხვა მწერი თუ ცხოველი, სხვადასხვა ასაკში აღწევს ცნობიერებას, ორსულობას, თუმცა აფსიდები, რომლებიც იკვებებიან მცენარეების წვენით, ორსულები იბადებიან. მათი 5000-მდე სახეობა არსებობს და ყველა მათგანი მრავლდება არასექსუალური გზით, რადგან ისინი უკვე ორსულები იბადებიან. მრავლდებიან სწრაფად, კვერცხებს თუ შემოდგომით დადებენ, ზამთარში უკვე ჩეკავენ...




0
738
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
738
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0