სხვა ვარშავის გეტოს საშინელებები გერმანელი ჯარისკაცის აკრძალულ ფოტოებში 2019, 17 ოქტომბერი, 16:30 გერმანელი ჯარისკაცი, რადისტი და ფოტოგრაფი - ვილი გეორგი მსოფლიოში ცნობილი სწორედ თავისი უნიკალური ფოტოებით გახდა, რომელიც მან, ებრაელ პატიმრებს, 1941 წლის ზაფხულს, არალეგალურად, ვარშავის გეტოში შეღწევისას გადაუღო. პოლონელი ებრაელების ყოველდღიური ყოფა ვილი გეორგიმ 4 ფირზე აღბეჭდა, თუმცა, მეხუთე ფირის ბოლომდე გამოყენება ვერ დასცალდა, მას სწორედ ეს საბედისწერო ფირი და ფოტოაპარატი სამხედრო პატრულმა ჩამოართვა, თუმცა საბედნიეროდ, ჯიბეში შენახული დანარჩენი 4 ფირი სასწაულებრივად გადარჩა და დღეს, ამ უნიკალურმა, ისტორიული ღირებულების მქონე სულისშემძვრელმა კადრებმა უკვე ჩვენამდეც მოაღწია.632 შეფასება არ არის |