
დღესდღეობით ძალიან რთულია მიაღწიო წარმატებას, თუკი საშუალო სკოლაც კი არ გაქვს დამთავრებული. ის ადამიანებიც კი, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელს წარჩინებით ასრულებენ, ხშირად უმოქმედონი სხედან სახლში და ვერაფერს ახერხებენ ნათელი აწმყოსა და მომავლის შესაქმნელად.
თუმცა ქვემოთ ჩამოთვლილმა ადამიანებმა ნამდვილად შეძლეს შეეცვალათ რეალობა, უარი ეთქვათ საშუალო განათლებაზეც კი და დიდი რისკის ფასად მოეხერხებინათ წარმატების მიღწევა.
ჯონი დეპი საშუალო სკოლიდან გამოვიდა იმისათვის, რათა მუსიკალური კარიერა შეექმნა. მისი დებიუტი ფილმში - “საშინელება თელების ქუჩაზე" შედგა.

კეიტი პერიმ Santa Barbara Don Pueblos-ს საშუალო სკოლა 15 წლის ასაკში მიატოვა და სასიმღერო კარიერა შეიქმნა. დღესდღეობით მუსიკალურ ჩარტებში იგი უმაღლეს საფეხურზეა.

ნიკოლას ქეიჯის ბიძა კი ძალიან ცნობილი ფილმის - “ნათლიის" რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლაა. იმისათვის, რათა ქეიჯს სამსახიობო კარიერაში წარმატება მიეღწია, მიატოვა საშუალო სკოლა და ჩაერთო ოჯახურ ბიზნესში.

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი 5 სხვადასხვა ენაზე საუბრობს. მან საშუალო სკოლა 14 წლის ასაკში მიატოვა და ხელი მიჰყო სამოდელო კარიერას.

არნოლდ შვარცნეიგერმა კი საშუალო განათლებაზე “ბოდი ბილდინგის" გამო თქვა უარი. წარმოუდგენელია, რომ ასეთი ადამიანი დღეს კალიფორნიის გუბერნატორია.

კამერონ დიასმა კი ლონგ ბიჩის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი მიატოვა რათა სამოდელო კარიერა აეწყო, მას ხელშეკრულებაც კი შესთავაზეს. კამერონის დებიუტი სამსახიობო კარიერაში ფილმ “ნიღაბი"-ში შედგა. მას პარტნიორობას აგრეთვე საშუალო სკოლიდან გამოსული ჯიმ ქერი უწევდა.

ტომ კრუზმა საშუალო სკოლა მიატოვა რათა ნიუ იორკში სამსახიობო კარიერა აეწყო. ტომი ნამდვილი სუპერ ვარსკვლავი გაზდა ფულმ “სარისკო ბიზნესი"-ში მონაწილეობის შემდეგ.

შარლიზ ტერონის თქმით, საშუალო სკოლა მისი მისწრაფება ნამდვილად არ ყოფილა. სწავლისთვის თავის დანებებას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ იგი ოსკაროსანი მსახიობი გამხდარიყო.

ნიკოლ კიდმანმა საშუალო სკოლა სამსახიობო კარიერისთვის მიატოვა. მან ფილმ “საათები"-ში ოსკარი მოიპოვა.

კეიტ უინსლეტი 16 წლის იყო როდესაც საშუალო განათლებაზე უარი თქვა და სამსახიობო კარიერა დაიწყო.

მერლინ მონროს კი საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა. იგი მინდობით აღსაზრდელად ხელიდან ხელში გადადიოდა. როდესაც 16 წლის გახდა, გადაწყვიტა სწავლის მიტოვება და დაქორწინდა თავის მეგობარ ბიჭზე.