სხვა პირველყოფილი საზოგადოება საქართველოს ტერიტორიაზე 2019, 15 ოქტომბერი, 14:49 მრავალი მილიონი წლის წინათ ეხლანდელი კავკასია თითქმის მთლიანად ზღვით იყო დაფარული, მაგრამ ნელ-ნელა, უთვალავი საუკუნეების განმავლობაში, წყალი ხმელეთს უთმობდა ადგილს. ზღვიდან ამოიწია კავკასიონმა და სხვა მთაგრეხილებმა. დასასრულ, კასპიის ზღვა მოსწყდა შავს და მათ შორის კავკასიის ყელი გაჩნდა. მაღალ ქედების წარმოშობას შემდეგში გამყინვარება დაერთო. ხმელეთის გაჩენასთან ერთად მოშენდა მცენარეულობა და ცხოველები. ბოლოს კი გაჩნდა ადამიანი. საქართველოში რამოდენიმე ადგილას არის ნაპოვნი პირველყოფილი ადამიანის კვალი: ზემო იმერეთში, ქვემო იმერეთში, სამეგრელოში, აფხაზეთში, თრიალეთში. ადამიანის სადგომებს ზოგჯერ გამოქვაბულებში ვხვდებით, რადგან ისინი თავს გამოქვაბულში იცავდნენ ამინდისგან თუ ცხოველებისგან. პირველყოფილი ჯგუფი: უმწეო და განუვითარებელი იყო იმდროინდელი ადამიანი, არც მიწის დამუშავება შეეძლო, არც შიანური ცხოველების მოშენება, ხოლო თავს ნადირობითა და ტყის მცენარეების ნაყოფით ირჩენდა. იარაღიც სუსტი ქონდა - კაჟისა და ობსიდიანის (ვულკანური მინაა) ნამტვრევები, წვეტიანი ძვალი თუ ხის კეტი. ისინი აკეთებდნენ ხელის ცულს აგრეთვე, ასეთი იარაღების ნაშთები დასავლეთ საქართველოშია ბლომად არის ნაპოვნი, განსაკუთრებით გამოქვაბულებში. მაგ: გამოქვაბულ დევის-ხვრელში, ხარაგაულის მახლობლად. ისინი პატარ-პატარა ჯგუფებად ცხოვრობდნენ. ერთად მიდიოდნენ სანადიროდ ეს ჯგუფები, რადგან ისეთი სუსტი იარაღები ქონდატ მარტო კაცი ვერას გახდებოდა ნადირობისას. ტანს ნადირის ტყავით იფარავდნენ, თიხის ჭურჭელის გაკეთება არ იცოდნენ და ენაც განუვითარებელი ქონდათ. ტომებიც კი არ არსებობდნენ და დიდი ხნის შემდეგ გაჩნდნენ. ეს პირველყოფილი ადამიანი, როგორც საქართველოში, ისევე სხვაგანაც იცნობდნენ და ხმარობდნენ ცეცხლს. ამ ხანას ძველი ქვის ხანა ანუ "პალეოლითის" ხანას ეძახიან. განვითარების მომენტში, როდესაც მეურნეობა, იარაღები გააუმჯობესეს, უკვე "ახალი ქვის" ანუ "ნეოლითის" ხანა ეწოდება. პალეოლითის ხანაში თანდათან გაჩნდნენ გვარები, ხოლო ეს გავრები და მათი მეურნეობა უფრო გაძლიერდა ნეოლითის ხანაში. შეისწავლეს ქვის ხეხვა, აკეთებდნენ ცულებს, ხერხებს და სხვა იარაღებს. მშვილდ-ისარი იქცა საბრძოლო-სანადირო იარაღად. გაჩნდნენ იარაღის შემკეთებელი ოსტატები. ხისგან აკეთებდნენ: ჭურჭელს, ნავებს, ძელურ (ჯარგვალა) სახლებს. ნეოლითის ხანაში ისწავლეს კალათების წვნა, ქსოვა და თიხის ჭურჭლის კეთება. მონადირეობის წყალობით მოიშინაურეს ცხოველები, ჯერ -ძაღლი, ირემი, თხა, ცხვარი, ღორი, ძროხა. შინაურ ცხოველებს თავიდან ჭამდნენ, ხოლო შემდგომ წველიდნენ. თანდათან განვითარდა მიწათმოქმედება, წვეტიანი ჯოხისა და სადა თოხის წყალობით ამუშავებდნენ მიწებს და თესავდნენ ქერს, ფეტვს, ხორბალს. ნეოლითური იარაღები ნაპოვნია: იმერეთში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში, აფხაზეთში, სოფელ ოდიშში აღმოჩენილია ნეოლითური ხანის სადგომ-სახელოსნოს ნაშთი. ნეოლითურ ხანაში მოსახლეობა გახშირდა და ერთ ადგილას დაბინავდა. ხალხი სოფლებად ცხოვრობდა. ჩამოყალიბდა ტომები-გვართა კავშირები, თითოეულ ტომს საკუთარი ენა ქონდა. ნეოლითურ ხანაში ადამიანთა საზოგადოების პირველყოფილ-თემურმა წყობილებამ განვითარებული სახე მიიღო. 630 შეფასება არ არის
|