x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138416
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მსოფლიოს 10 ყველაზე მასშტაბური კატასტროფა
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე დიდ ბუნებრივ კატასტროფას, რომელთა მასშტაბმა მსოფლიო შეძრა.. :)








10. მიწისძვრა ალეპოში




image

1138 წელი

მსხვერპლი: 230000 ადამიანი


ალეპო მდებარეობს მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში. აქ მიწისძვრა პირველად მოხდა 1138 წელს და მას შემდეგ სისტემატიურად მეორდებოდა ბიძგები. ყველაზე დიდი ზარალი მიწისძვრამ მიაყენა ტერიტორიას, რომელსაც ჰარიმს უწოდებდნენ. აქ აშენებული იყო უზარმაზარი ციხესიმაგრე, რომელიც ამ კატასტროფის შედეგად მთლიანად განადგურდა.







9. მიწისძვრა ინდოეთის ოკეანეში



image


2004 წელი

მსხვერპლი: 230000 ადამიანი


2004 წლის 26 დეკემბერს ინდოეთის ოკეანეში მოხდა დაახლოებით 9.1 - 9.3 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა. ამ კატასტროფამ გამოიწვია უდიდესი ტალღები ინდონეზიის სანაპიროზე, რომელსაც 230000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ტრაგედია დაატყდა თავს არა მარტო ინდონეზიას, არამედ მის მეზობელ ქვეყნებსაც: ინდოეთს, ტაილანდს, სომალს და შრი ლანკას. ეს ისეთი სიმძლავრის მიწისძვრა იყო, მეცნიერთა თქმით, რომელმაც გამოიწვია დედამიწის მდებარეობის შეცვლა სულ მცირედი მანძილით.







8. წყალდიდობა ბანქიაო დამში


image

1975 წელი

მსხვერპლი: 231000 ადამიანი


1975 წელს, ჩინეთში, კერძოდ ბანქიაო დამში მოხდა დამაგრეველი წყალდიდობა. 7 მეტრი სიმაღლის ტალღებს 231000 ადამიანი შეეწირა. ტრაგედიის შედეგად ამ ტერიტორიაზე წარმოიშვა 12000 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტბები.








7. მიწისძვრა ტანგშანში


image


1976 წელი

მსხვერპლი: 242000 ადამიანი


1976 წელს, ჩინეთში, ტანგშანში მოხდა 8.2 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა, რომელიც 15 წუთი გრძელდებოდა. ტრაგედია 15 სააათის შემდეგაც განმეორდა, თუმცა ამჯერად დაფიქსირდა 7.1 - 7.8 ბალი რიხტერის შკალით. კატასტროფის შედეგად შენობათა 93 % მთლიანად გადადგურდა, დაიღუპა 242000, ხოლო დაშავდა 800000 ადამიანი.









6. წყალდიდობა კაიფენგში


image


1942 წელი

მსხვერპლი: 300000 ადამიანი


1942 წლის დამანგრეველ მიწისძვრას ჩინეთში 300000 ადამიანი შეეწირა. უფრო მეტიც, კატასტროფას თან მოჰყვა შიმშილი და შავი ჭირი, რომელმაც უფრო დაამძიმა მდგომარეობა კაიფენგში.











5. ციკლონი ინდოეთში


image


1839 წელი

მსხვერპლი: 300000+ ადამიანი


1839 წელს, 40 ფუტი სიმაღლის ტალღებმა მთლიანად გადაუარეს ინდოეთის ქალაქ კორინგას. ამ ტრაგედიას 300000 ადამიანი ემსხვერპლა, დაიღუპა 20000 მეზღვაური, რომლებიც კატასტროფის დროს გემებზე იმყოფებოდნენ.










4. მიწისძვრა შანხაიში


image1556 წელი

მსხვერპლი: 830000 ადამიანი


1556 წლის 23 იანვარს დილით ჩინეთში მოხდა მიწისძვრა რომელმაც უდიდესი ზარალი მიაყენა ქვეყანას. სხვადასხვა ქალაქის მოსახლეობის მთელი 60% იმსხვერმპლა ამ ტრაგედიამ.










3. ციკლონი ბანგლადეშში


image


1970 წელი

მსხვერპლი: 500 ათასი - 1 მილინი ადამიანი


1970 წლის 12 ნოემბრის მიწისძვრას აღმოსავლეთ პაკისტანში უამრავი ადამიანი ემსხვერპლა. დაიტბორა უზარმაზარი ტერიტორიები. გარდა ამისა, ციკლონის შემდეგ გაგრძელდა დამანგრეველი ქარიშხალი, რომლის სიჩქარეც წარმოადგენდა 185 კმ/სთ.









2. წყალდიდობა ყვითელ მდინარეში


image




1887 წელი

მსხვერპლი: 900 ათასი - 2 მილიონი ადამიანი


ეს იყო ერთერთი ყველაზე დამანგრეველი წყალდიდობა ჩვენს ისტორიაში რომელსაც 2 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. ტრაგედია მოედო მთელ ჩრდილოეთ ჩინეთს. დაიტბორა დაახლოებით 50000 კვადრატული მილი ფართობის ტერიტორია.
















1. წყალდიდობა ყვითელ მდინარეში


image1931 წელი

მსხვერპლი: 1 მილიონი - 4 მილიონი ადამიანი


1931 წლის წყალდიდობა ჩინეთში, ყვითელ მდინარეში მიიჩნევა ყველაზე გამანადგურებელ კატასტროფად. წყალდიდობას შეეწირა 4 მილიონამდე ადამიანი. ტრაგედიის სედეგად მთლიანად დაიტბორა 88000 კვადრატული კილომეტრი, ხოლო ნაწილობრივ 21000 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორიები. ამ მდინარეს "ჩინეთის მწუხარება"-საც უწოდებენ, რამეთუ მან მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

0
1594
4-ს მოსწონს
ავტორი:ქრისტიიი
ქრისტიიი
1594
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0