კერძები ფრინველის ხორცისაგან როგორ მზადდება ნამდვილი რაჭული შქმერული - საუკეთესო 2 რეცეპტი 2019, 14 ოქტომბერი, 16:45 შქმერული ძველი რაჭული კერძია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი კერძია ქართულ რესტორნებში. აღსანიშნავია, რომ შქმერულის სახელწოდება რაჭის სოფელ შქმერიდან მოდის. ინგრედიენტები: ქათამი 1 კგ დაჭყლეტილი ნიორი 1 სკ რძე 1 ჭიქა (250 მლ) მარილი გემოვნებით. მომზადების წესი: ქათამი ან წიწილა კარგად გავასუფთავოთ, გავჭრათ შუაზე, ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი. დავდოთ ქათამი კანიანი მხრიდან კარაქიან ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე, რათა კანი სწრაფად დაიბრაწოს. ზემოდან სპეციალური, მძიმე თუჯის თავსახური-პრესი დავადოთ, მისი დიამეტრი ტაფისაზე ოდნავ ნაკლები უნდა იყოს, რათა უშუალოდ ქათამს ეხებოდეს. თუ ასეთი თავსახური არ გვაქვს, სხვა ნებისმიერიც გამოდგება, ზემოდან კი მძიმე ნივთი დავადოთ. 6-7 წუთში ქათამი შევამოწმოთ, თუ კანი საკმაოდ დაბრაწული და კრაწუნაა, გადავაბრუნოთ, ისევ დავახუროთ მძიმე თავსახური და ცეცხლს ცოტა დავუწიოთ. შემწვარი ქათამი ტაფიდან გადმოვიღოთ და დავჭრათ. გადავიტანოთ კეცზე. ტაფაში კი, სადაც ქათამი შეიწვა, დარჩენილ ცხიმში დაჭყლეტილი ნიორი მოვშუშოთ. ნიორი წვნიანი უნდა იყოს, ანუ აუცილებლად დავჭყლიტოთ და არა დანით დავჭრათ. ვშუშავთ მსუბუქად, რომ არ დაიწვას. ფერს რომ ოდნავ შეიცვლის, დავასხათ 1 ჭიქა რძე (ვისაც რძე არ უყვარს, წყალი ან 10%-იანი ნაღები) წამოვადუღოთ 2-იოდე წუთი და დავასხათ ქათამს. თუმცა არიან მზარეულები, რომლებიც რძის ნაცვლად წყლის გამოყენებას ანიჭებენ უპირატესობას: მომზადების წესი 2: კარგად გასუფთავებული და გარეცხილი წიწილა შეწვით ორივე მხრიდან, ისე, რომ წითლად შეიბრაწოს. როგორც კი წიწილა შეიწვება, გადმოიღეთ ტაფიდან. იმავე ტაფაზე და იმავე ცხიმში მოშუშეთ დაჭრილი ნიორი, შემდეგ დაასხით ცივი წყალი თვალის ზომით, ისე, რომ მასა ოდნავ შეთხელდეს. შემდეგ კი დაუმატეთ მარილი. დაჭერით შემწვარი წიწილა სასურველ ნაჭრებად, დააწყვეთ ნივრიან ტაფაზე და გააჩერეთ ცეცხლზე, დაახლოებით, 5 წუთით. უგემრიელესი შქმერული მზად არის. შქმერულის მომზადებისას შეგიძლიათ, ნივრიან სოუსში 1 ს/კ არაჟანი ან მაიონეზი დაუმატოთ. ეს უკვე თქვენს სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. ნახეთ ვიდეო: როგორ მზადდება ნამდვილი რაჭული შქმერული - მოკლე ვიდეორეცეპტი"Refresh" გჭირდება? - 3 სასმელის რეცეპტი, რომელიც გამოგაცოცხლებთ და მაშინვე აღგიდგენთ დაკარგულ ენერგიასლავანდის უგემრიელესი ლიმონათი, რომელიც ებრძვის დეპრესიას და ნევროზს, აჯანსაღებს კანს და თმებსმოამზადე 5 წუთში, დალიე 5 დღის განმავლობაში და დაიკელი 5 კილო - შედეგი გარანტირებულიაერთი რამ, რაც უნდა გააკეთო ყოველ დილით, თუ გინდა წონაში დაიკლოჯადოსნური სასმლის უმარტივესი რეცეპტი, რომელიც დაგავიწყებთ, რას ნიშნავს დაღლილობანახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 249470 2-ს მოსწონს
|