x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134552
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508700
რობერტ პატისონი და კრისტენ სტიუარტი ერთად აღარ არიან
image

კრისტენ სტიუარტის და რობერტ პატისონის ურთიერთობა დანგრევის პირზეა. წყვილის თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდებიან სასიკეთო ინფორმაციას მათი ურთიერთობის შესახებ, თუმცა კრისტენი და რობერტი ერთმანეთს არც ელაპარაკებიან.

ოფიციალური ინფორმაცია დაშორების შესახებ მსახიობებს არ გაუვრცელებიათ, მაგრამ მათი ურთიერთობაც არ გახლდათ ოფიციალურად დადასტურებული.

image


ფილმის "ფიფქია და მონადირე"გადაღებისას კრისტენი მოიხიბლა რეჟისორ რუპერტ სანდერსით. მსახიობი და რეჟისორი დიდხანს მალავდნენ ურთიერთსიმპატიას. თუმცა წყვილი ერთ-ერთმა ამერიკულმა გამომცემლობამ ერთად დააფიქსირა გადასაღებ მოედანთან ახლოს ავტომობილში, სადაც ერთმანეთს ვნებიანად კოცნიდნენ. სანდერსი დაქორწინებულია და ზრდის ორ შვილს. მათ დაადასტურეს ხმები სამსახურებრივი რომანის შესახებ.

image

კრისტენ სტიუარტმა ოფიციალურად მოუბოდიშა რობერტ პატისონს:

" ძალიან ვწუხვარ, რომ ტკივილი მივაყენე გარშემომყოფებს, წუთიერმა სისუსტემ დარტყმის ქვეშ დააყენა ყველაზე ძვირფასი ჩემ ცხოვრებაში-ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც მიყვარს და პატივს ვცემ-რობერტთან, მე მიყვარს რობერტი, ძალიან ვწუხვარ".

image

image

image

რუპერტ სანდერსმა ღალატი ცოლთან აღიარა: "ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ოჯახი ამ დარტყმას გაუძლებს-"განაცხადა 41 წლის რეჟისორმა.

თუმცა რობერტ პატისონმა არ მიიღო კრისტენის ბოდიში და ლოს-ანჟელესის სახლიდან გადავიდა. მისი მეგობრების ცნობით, რობერტი არ აპირებს კრისტენთან შეხვედრას უახლოეს მომავალში და განმარტოება სურს.

ცოტა ხნის წინ კრისტენმა და რობერტმა განაცხადეს ერთობლივი ახალი პროექტის შექმნის შესახებ, თუმცა როგორც ჩანს მაყურებელი მათ ეკრანზე ჯერ ვეღარ იხილავს.





0
543
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
543
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0