x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
654 წლიანი ტრადიცია – ჰოლანდიური ყველის ბაზრობა
image

ყველის ბაზრობა ალკამარში (ნიდერლანდები) 1365 წლიდან არსებობს და აპრილიდან – ოქტომბრამდე, ყოველ პარასკევს იმართება.



image



დილით ადრე, ყველი ადგილამდე, ნავებით მიაქვთ. ხოლო, ბაზრობის სტუმრებს ვაჭრობის დაწყებას ადგილობრივი საკათედრო ტაძრის ზარების რეკვით ამცნობენ.



image



ბაზრობაზე, დაახლოებით, 30 000 კგ. ანუ 2 200 თავი ყველი გამოაქვთ გასაყიდად და ვაჭრობის დაწყებამდე, როგორც ბაზრის ხელმძღვანელები, ისე მოვაჭრეები, ამოწმებენ, რამდენად კარგად აწყვია საქონელი.



image



ყველის ყიდვა შეიძლება როგორც თავებით, ისე დაფასოვებული და შერეული ასორტიმენტით. ნაკრები 4 ნაჭერი, სხვადასხვა სახეობის ყველით, რომელიც 1 კგ-ს იწონის – 10 ევრო ჯდება.




image



ბაზრობაზე ვაჭრობის დაწყებასთან ერთად, ისეთი ხმაური იწყება, რომელიც ნამდვილად არ არის დამახასიათებელი თანამედროვე ევროპის ცენტრისთვის. მაგრამ, ეს ხომ ძველი ტრადიციაა... ყიდვა-გაყიდვის სცენარი კი ასეთია: ფასის შემოთავაზება მყიდველისგან მოდის და ხელს უწვდის გამყიდველს, გამყიდველი საკუთარ ფასს ამბობს და ხელზე ხელს არტყამს და მისგან პასუხს ელოდება. შემდეგ მყიდველი ახალ ფასს ამბობს და ისევ უწვდის ხელს გამყიდველს... ეს პროცესი მანამდე გრძელდება, ვიდრე ისინი შეთანხმებას არ მიაღწევენ და ერთმანეთს ხელს არ ჩამოართმევენ.



image



ყველის ბაზრობაზე ეხსპერტებიც მუშაობენ, რომლებიც ყველიდან წვრილ, ძეხვისებურ ნიმუშს იღებენ და ცხიმიანობის შესამოწმებლად, ღუნავენ.



imageimage



ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ყველის თავზე ასეთი ნახვრეტები ჩნდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ყველიც ისევე გაიყიდება, როგორც დანარჩენი მთელი თავები. რადგან, ყველზე ასეთი ნახვრეტი, უფრო ხარისხის გარანტიაა, ვიდრე დეფექტი.

ყველის შეძენის შემდეგ, საქმეში უკვე ყველის გადამტანები (kaasdragers), მტვირთავები (Zetters), გადამგდებები (ingooiers) და ამწონები (waagmeesters) ერთვებიან. და კიდევ, ყველის შეძენის შემდეგ, ფულს გამყიდველს ან ყველის პატრონს კი არა, ამწონს უხდიან, – ესეც ტრადიციაა.



image



ყველის ყველა მწარმოებელი, ქვეყანაში არსებული, ყველის 4 გილდიიდან, რომელიმეში აუცილებლად არის გაერთიანებული და თითოეულ გილდიას საკუთარი მომსახურე პერსონალი ჰყავს. მათი ერთმანეთისგან გარჩევა, ქუდით და სატვირთო დაფის ფერით შეიძლება.



imageimage

image

imageimage



როგორც აღვნიშნეთ, ყველის დიდი პარტიის გარდა, დაფასოებული ყველის ყიდვაც შეიძლება და გამყიდველები აქ უკვე გოგონები არიან, რომლებთანაც ყველის დაგემოვნება და შეძენა შეიძლება.



image



ყველის ბაზრობა მხოლოდ ყველის გამყიდველების და მყიდველებისთვის კი არა, ტურისტებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. სწორედ მათთვის ეწყობა სხვადასხვა სახის კონკურსები და «ყველის პრინცესასაც» კი ირჩევენ. ამ კონკურსში, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი პატარა გოგონები მონაწილეობენ.



imageimage

ბაზრობის დასრულების შემდეგ, მანქანები გაყიდული ყველით იტვირთება და ისინი ბაზრობის მიმდებარე მოედანს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ.


image

image



მორჩენილ ყველს კი აფასოებენ და ადგილობრივ მაღაზიებში აბარებენ, ან უკან მიაქვთ და უკვე მომავალი კვირის ბაზრობისთვის იწყებენ მზადებას.



imageimageimageimageimageimageimage






0
214
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0