სხვა ავსტრალიელ მაგნატს "Instagram" გვერდი არასათანადო კონტენტისთვის დაუბლოკეს 2019, 12 ოქტომბერი, 23:56 ტრევერს ბეინონი - ავსტრალიელი თამბაქოს მაგნატია, რომელიც საკუთარ მდიდრულ ცხოვრებასა და ძვირადღირებულ გატაცებებს სოციალური ქსელში, მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლის წინაშე აქტიურად აზიარებს. ძვირფასი ავტომობილები, უამრავი სასმელი და რაღა თქმა უნდა, ულამაზესი გოგონები - ეს ყოველივე ტრევერს ბეინონის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხმაურიანი წვეულებების, სექსუალური ორგიებისა და მომხიბვლელი გოგონებისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულის გამო ის ავსტრალიელ ჰიუ ჰეფნერადაც (ჰიუ ჰეფნერი - ჟურნალ "Playboy"-ს დამაარსებელი და უცვლელი მთავარი რედაქტორი, რომელიც მუდამ ახალგაზრდა ლამაზმანებით იყო გარშემორტყმული) კი მონათლეს. ბიზნესმენს სოციალურ ქსელში თითქმის მილიონამდე გამომწერი ჰყავს, რომლებსაც ყოველდღიურად ახალი ფოტოებით ანებივრებს. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ, "Instagram" - ის ხელმძღვანელობამ ტრევერსის გვერდის კონტენტი შეუფერებლად ჩათვალა და მილიარდერის გვერდი უბრალოდ დაბლოკა. ნახეთ, რა ფოტოები დაუწუნა "Instagram"- ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ მოსერიმ ცნობილ მაგნატს.1396 1-ს მოსწონს |