x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ლამაზებიც ტირიან: ცნობილი მოდელები, ვისგანაც მამაკაცები წავიდნენ

image

გაურკვეველი მიზეზის გამო, საზოგადოებაში ისეთი სტერეოტიპი არსებობს, რომლის თანახმადაც, მოდელები მსოფლიოში ყველაზე სასურველ ქალებად ითვლებიან. ბევრი მიიჩნევს, რომ ყველა შეძლებული მამაკაცი სწორედ ასეთ გრძელფეხება ლამაზმანზე ოცნებობს, რომლებიც მათთან ურთიერთობისთვის იმისთვისაც კი მზად არიან რომ მათ მთელი სამყარო ფეხქვეშ გაუგონ. თუმცა, დამეთანხმებით, რომ ცხოვრებაში ყველაფერი სულ სხვაგვარად არის, და გარეგნული სილამაზე ყოველთვის პირადი ბედნიერების გარანტი არ არის. მოდით, ვნახოთ ის ცნობილი მოდელები, ვისგანაც მრავალწლიანი, სერიოზული ურთიერთობის მიუხედავად, მამაკაცები მაინც წავიდნენ.



ალესანდრა ამბროსიო


image


ალესანდრა ამბროსიოს და ჯეიმი მაზურის ვარსკვლავური წყვილი 13 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ საბოლოოდ დაიშალა. შეგახსენებთ, რომ მოდელისა და ბიზნესმენის რომანი 2005 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ მაზურმა ამბროსიოს ხელი სთხოვა და წყვილი დაინიშნა, თუმცა 10 წლის მანძილზე საქმე ქორწილამდე მაინც არ მისულა. 2008 წელს მათ ქალიშვილი, ხოლო 2012 წელს კი – ვაჟიშვილი შეეძინათ.



image



მაშა ნოვოსელოვა



image

ცნობილი რუსი მოდელი მაშა ნოვოსელოვა 6 წლის განმავლობაში პროდიუსერ დიმიტრი რასამთან სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფებოდა, რომელმაც ის გრეის კელის შვილიშვილის - შარლოტა კაზირაგის გამო მიატოვა.



image


ელ მაკფერსონი



image



8 წლიანი სერიოზული ურთიერთობის შემდეგ მოდელისა და ბიზნესმენის ჯეფრი სოფერის ცნობილი წყვილი საბოლოოდ დაიშალა, ვინაიდან მამაკაცი მოდელს გამუდმებით ღალატობდა.



image


ლარა სთოუნი




image


2009 წელს ცნობილი ტოპ-მოდელი კომიკოსს დევიდ უილიამსზე დაქორწინდა თუმცა, 2015 წელს წყვილმა განქორწინების შესახებ განაცხადა, რომლის ნამდვილი მიზეზი დღემდე უცნობია. ჭორების თანახმად, მეუღლე ლარა სთოუნს გამუდმებით ღალატობდა.



image



0
288
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
288