x
image
კატაპულტი
მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი XI (სიყვარული)

12 ოქტომბერი, 2011 წელი.

image

ადრე გაუცნობიერებლად, ჯერ ახალგაზრდული გატაცებებით, მერე სადღეგრძელოებში ვსაუბრობდი სიყვარულის დიდ გრძნობაზე, მაგრამ ახლაღა ვხვდები, რომ არაფერიც არ მცოდნია მასზე, რადგან მხოლოდ ახლა ვხვდები რა გრძნობა ყოფილა ეს. ადრეც მეგონა, რომ მივაგენი ამ გრძნობას, როდესაც ახლობელი ადამიანების დაკარგვისას გული ჩამწყდებოდა ხოლმე, მაგრამ არა, ახლა, მხოლოდ ახლა ნამდვილად ვიცი როგორია სიყვარული, ყველაფრის სიყვარული.

ჰო, როცა გიყვარს, გინდა, რომ ხელი წამითაც არ გაუშვა, შენში გინდა იყოს, ერთი მთლიანობა გწადია, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ან რა გიყვარს. ..

ყველაფრის სიყვარული დიდებულიაო, ვერ ვიტყვი, თუმცა სიცოცხლისა, რაღაც უჩვეულო და განსაკუთრებულია. ყველაფერი არც უნდა გიყვარდეს, და რაც არ უნდა გიყვარდეს, კი არ უნდა გძულდეს, თავი შორს უნდა დაიჭირო მისგან...

სიყვარულის შეუძლებლობა დიდი ტანჯვა იქნება, ალბათ, ადამიანისთვის, და მგონი, არც ის უნდა იყოს ბედნიერება, რომ არავის უყვარდე, ამიტომ მუდამ უნდა ეცადო, მეტი შეიყვარო და ყოველდღე მეტმა შეგიყვაროს.

სიყვარულია ყველაფრის სათავე, ბოროტებისაც კი. სიმდიდრის სიყვარულის გამო ქურდობენ, კლავენ; სამშობლოს სიყვარულის გამო იბრძვიან, ხოცავენ და ასე მრავალი, ამიტომ სწორად უნდა გიყვარდეს, უნდა იცოდე, რა შეიყვარო და ის სიყვარული უფრო მეტ ბოროტებას ხომ არ გაქნევინებს, ვიდრე კეთილს.

პირველ რიგში, გიყვარდეს უფალი, მერე თავად გიჩვენებს იგი გზას.

წინა თავები იხილეთ აქ

0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0