x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
სამოქალქაო საზოგადოება საქართველოში

როცა კი კამათი წამოიჭრება, არსებობს თუ არა სამოქალქაო საზოგადოება საქართველოში, გარკვეული პოზიციის დაკავება ჭირს. ერთი მხრივ, გაგვაჩნია სოციალური დაცვის და უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები, ნათელია, რომ ჩვენი მოქაალქეები ბუნებითი კანონებით არ მოქმედებენ. ჩვენში არსებობს მოხალისეობის გარკვეული პოტენციალიც, რაც განსაკუთრებით გამოვლინდა რუსეთ-საქართველოს შორის ომის დროს 2008 წელს. ეს ყველაფერი თითქოს ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს, თუმცა არსებობს მედლის მეორე მხარეც, რომელიც სკეპტიკოსების დამოკიდებულებას აბსოლიტურად ნათელს ხდის ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია ერთგან წერდა: “ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება იმდენად სუსტია, არსებობს ცდუნება, ის არარსებულად ჩათვალო". ამ აზრს აქვს არსებობის უფლება. ამ მოსაზრებას ამყარებს სამოქალაქო რეაგირების დაბალი მაჩვენებელი და სოლიდარობის თითქმის არარსებული დონე. რაც არ უნდა ყურადღებით გადავფურცლოთ ჩვენი უახლოესი წარსულის ფურცლები, მაინც ძალიან გაგვიჭირდება მოვნახოთ ეფექტური სამოქალაქო რეაგირების ფაქტები ნაკლებად ფლექსიბილური ცვლილებების მიმართ: არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს გაზრდილი ტარიფები თუ დისკრიმინაციის ფაქტები. მიტინგები კი ერთჯერადი აქტები უფროა, ვიდრე გააზრებული სამოქაალქო აქტივობის გამოვლინება.
საქართველოში ხალხს, როგორც ხელისუფლების წყაროს, თითქოს არ გააჩნია სურვილი მონაწილეობა მიიღოს ამ ხელისუფლების განხორციელებაში და პირდაპირი თუ ირიბი გზით გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე. მას ურჩევნია დარჩეს პასიური და მისთვის სასიკეთო ცვლილებების განხორციელების დელეგირებას მთლიანად სხვებზე ახდენს. ეს ერთგვარი გადმონაშთია პოსტსაბჭოურ საქართველოში, თუმცა აშკარად ნიშნავს, გარკვეული აზრით, უარის თქმას საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებზე. განსაკუთრებით გამაოგნებელი სოლიდარობის ნულვანი გამოვლინებაა. ქალთა მადისკრიმინებელ “ფრთიან ფრაზებსა" თუ სექსისტურ ლოზუნგებს თვით ქალების სოლიდარობა და რეაგირებაც კი არ მოსდევს(მაგ: შალვა რამიშვილი მარინა სალუქვაძის შესახებ, ლევან ბერძენიშვილი ნინო კალანდაძის პარლამენტში მოხვედრის მიეზებზე. ) მას გარდა, ძალიან ბევრი ცნობილი გამონათქვამი, რომელთაც ქალების მხრიდან არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია. ასევე ურეაქციოდ რჩება ადამიანის უფლებათა დარღვევის, პოლიტიკური თუ რელიგიური ნიშნით დევნის ფაქტებიც. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საქართველოში არსებობს სუსტი სამოქალქო საზოგადოება, რომელიც პოსსაბჭოური ბურანიდან ნელ-ნელა გამოდის, განიცდის კვლავ ფორმირების მტკივნეულ ეტაპს და სწორედ ამ ეტაპზე მასზე განსაკუთრებით ძლიერ გავლენას ახდენენ ის ინსტიტუტები, რომელთაც ამ მხრივ გარკვეული ღირებულებების არტიკულირება შეუძლიათ. მაგ:მედია, ენ-ჯი-ოები... დღესდღეობით, კი საზოგადოების ერთ ნაწილს ხეირიანად არ ესმის, რას ნიშნავს ჰქონდეს გაცნობიერებული არჩევანი და მისი გამოხატვის შეუღუდავი თავისუფლება.
0
82
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0